თბილისში 11 წლის მოზარდი დაიკარგა- დიდი დიღმის მაცხოვრებელი ჯგუფში მიმართვას ავრცელებს და წერს:
“ხალხო ნუ ავრცელებთ ყალბ ინფორმაციებს! ვიღაცამ რაღაც გითხრათ, 100%იანი თუ არ იცით რატომ დებთ? ამდენი ადამიანის ნერვებზე ნუ თამაშობთ საქმე ეხება ბავშვს. სანამ ოფიციალური გვერდი და ოფიციალური წყარო არ იტყვის რომ ბავშვი იპოვეს არავინ არაფერს დაუჯეროთ და ნურც გაავრცელებთ თვითნებურად რამეს, ცოდვას ნუ დაიდებთ. უამრავი ადამიანი ვართ მცირეწლოვანი გოგოების მშობლები, გარეთ რომგამყავს ბავშვი ყველაზ ეჭვის თვალით ვუყურებ და ხელს ვერ ვუშვებ ბავშვებს. კიდევ ნუ გვიმატებთ დაფეთებულ მშობლებს და არამარტო მშობლებს ამდენ სტრესს. დაველოდოთ ოფიციალურ წყაროს!”
