პატიმარი დავით ფეიქრიშვილი “ვივამედში“ იმყოფება – მას საოპერაციოდ ამზადებენ .
“ფორმულას” ინფორმაციით, დავით ფეიქრიშვილი ხელახალი დაზიანებებით „ვივამედში“ გადაიყვანეს, პატიმარს ახალი დაზიანებები აღენიშნება
ვივა მედის დირექტორის თქმით, ფეიქრიშვილის წინა მხრის და მტევნის დაზიანება აქვს და მას ქირურგიული ჩარევა სჭირდება.
რაც შეეხება გიროგი ფეიქრიშვილს – ის კვლავ პენიტენციურ დაწესებულებაში რჩება.
შეგახსენებთ, ფეიქრიშვილი გასულ ღამეს მრავლობითი მოტეხილობებითა და დაზიანებეით უკვე იყო გადაყვანილი კლინიკა „ვივამედში“
ადვოკატი აღნიშნავს, რომ დაკავებულს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ვატო ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა იგივე [კაწრომ], შოთა ყიფიანმა, კაჭარავამ და გოცირიძემ. მისი თქმით, ეს ადამიანები იმიტომ დაიჭირეს, რომ ძმები ფეიქრიშვილებისგან მიიღონ ინფორმაცია.
