“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ჯელალ ქიქავამ აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა. მან საქართველოს პოლიციას და მინისტრს მიმართა, რომ თუ ახალგაზრდებზე იძალადებენ კომბალს თავში ჩასცხებს.
“დასავლეთის მონიტორინგის უფროსი პოლიციელი თემურ ადუაშვილი არის ზონდერ მოძალადე. ჩვენ ვერჩით მოძალადეებს, აქ ერთი კვირა ახალგაზრდები იდგნენ და მათთვის პოლიციას არ უძალადია, თუმცა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები დაგეშილი ძალადობისკენ მოდიან და ახალგაზრდებზე ძალადობენ. აჭარის მოსახლეობაზე ნუ ძალადობთ, ასლან აბაშიძემ თავის დროზე ვერაფერი დაგვაკლო, ვაფრთხილებთ საქართველოს პოლიციას და მათ მინისტრს, რომ თუ ახალგაზრდებზე იძალადებთ კომბლებს ავიღებთ ხელში და თავში ჩაგცხებთ, მოდით და დამიჭირეთ”, – განაცხადა ჯელალ ქიქავამ.