სოციალური ქსელის მომხმარებელი თორნიკე რაზმაძე სოციალურ ქსელში თბილისში, პარკირების ჯარიმასთან დაკავშირებულ ამბავს ჰყვება.
„პარკინგის ჯარიმა გავასაჩივრე და მერიის განხილვაზე დეტალურად დავუსაბუთე რატომ უნდა გაეუქმებინათ ჯარიმა, ფაქტობრივად დამეთანხმნენ და დღეს მომდის პასუხი – უარი. ჩემი პოზიცია, რომელსაც ნახევარი საათი ვუხსნიდი და მეთანხმებოდნენ, ასახულია შემდეგნაირად: თორნიკე რაზმაძე ცოლისთვის ყვავილების საყიდლად გაჩერდა, ვერ შენიშნა ნიშანი და დაჯარიმდა. ასე დასცინიან საკუთარ მოქალაქეებს. ახლა სასამართლოში წავალ და იქ პირველ პროცესზე არ მოვლენ, რომ კიდევ ერთხელ დამცინონ და ნერვები მომიშალონ, მეორე პროცესი კი ამ განხილვასავით ჩაივლის. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ მეორედ აღარ გაუჩნდეს არავის გასაჩივრების სურვილი. თქვენი მამა-მარჩენალი რო ჩაძაღლდება, მაგის საფლავზეც მივალ ყვავილებით, არასწორად გავაჩერებ მანქანას და იმ ჯარიმის განხილვის ოქმში შევატანინებ მაგ ფრაზას, პირობას გაძლევთ“, – წერს ის.