„პოსტივის“ ტელეწამყავნი, შალვა რამიშვილი სოციალური ქსელით „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ბექა ყორშიას გუშინდელ სიუჟეტს გამოეხმაურა.
„რასაც ეგ *** ყორშია აკეთებს აკრძალული მეთოდია. როცა აკრ. გარეშეს ვაკეთებდი ჩემი სამიზნე სასტიკი რეჟიმი იყო და მე მას დავცინოდი. ამ კაციჭამიების წინააღმდეგ მართლა ყველაფრის ჩადენის უფლება მქონდა, მაგრამ არასოდეს გამიკეთებია ის რასაც ეს *** კუტა ბიჭი აკეთებს. გარანტია აქვს რომ თავს არ გაუხევს არავინ. და ეს კარგია… გარანტია რო აქვს!
P.S. მე არ მქონდა ეგ გარანტიები მიშას დროს“, – წერს ის.
შეგახსენებთ, რომ ბექა ყორშიამ სატელეფონო ზარით „გაპრანკა“ მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელი, როინ მეტრეველი.
ჟურნალისტმა მეტრეველს უთხრა, რომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის წოდება მიენიჭებინა. როინ მეტრეველმა ღარიბაშვილს სრული მხარდაჭრა გამოუცხადა.
ნახეთ სიუჟეტი: