“მე მიყვარს ქალბატონი ზურაბიშვილი მსგავსი განცხადებების გამო, მართობს და მახალისებს” – ასე პასუხობს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, პოლიტიკური პროცესების ქუჩაში განვითარების შესახებ.
„მე მიყვარს ქალბატონი ზურაბიშვილი მსგავსი განცხადებების გამო, მართობს და მახალისებს. ქალბატონ ზურაბიშვილთან ერთად, ერთ საღამოს სიამოვნებით გავატარებდი რომელიმე კაფეში, ფინჯან ყავაზე. ბევრს ვეტყოდი, ბევრ კითხვას დავუსვამდი“, – განაცხადა მელიამ ტელეკომპანია “ტვ პირველთან”.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანა ერთ წრეზე ბრუნავს, რაც უნდა დასრულდეს.
“30 წლის განმავლობაში ქუჩაში ყველა თაობა იდგა! ყველანი, მათ შორის მეც, ვიდექით პარლამენტის კიბეებზე. დღეს კი ქვეყანას სხვა რამ სჭირდება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.