Thursday, October 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს

October 15, 2026
“სულის შეძვრამდე შეძრწუნებული ვარ”- ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს

პარტია “დროაც”, როგორ კოალიციის ნაწილი, არის ასაკრძალთა შორის, ჩვენც დაგვირეკეს და, რა თქმა უნდა, დროა კოალიციასთან და მთლიანად ოპოზიციასთან ერთად მიიღებს მონაწიელობას ოცნების განადგურების სხდომებში – ამის შესახებ საუბარია ელენე ხოშტარიასწერილში, რომელსაც დაკავებული პოლიტიკოსი რუსთავის ქალთა ციხიდან ავრცელებს.

TVPIRVELI.GE წერილს უცვლელად გთავაზობთ:

ოცნების ბოლო გადაწყვეტილება არის:

1. სახელმწიფო გადატრიალება არალეგიტიმური უმცირესობის მიერ. ჩვენს სახელმწიფოს ხშირად ქონია დემოკრატიის პრობლემები, მაგრამ კონსტიტუციაში ჩაწერილი, რომ ქვეყნის უმრავლესობა ერთი კაცის, ერთი პარტიის ჭკუაზე იცხოვრებს, მსგავსი რამ არ ქონია. ეს გადაწყვეტილება ჩვენ გვეუბნება, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენ მოვიპოვეთ სახელმწიფო 9 აპრილს, საქართველო აღარ იარსებებს, მსგავს სახელმწიოფებში ადამიანები არიან უბედურები და ამის ხმამაღლა თქმაც კი ეკრძალებათ.

2. ეს გადაწყვეტილება არის, ხაზგასმით და დემონსტრაციულად ანტიევროპული, ანტიდასავლური, ანტიცივილიზაციური თავისი ფორმით და შინაარსით. რა თქმა უნდა, მათ ეს პროცესი დაამთხვიეს ევროპაში მსჯელობას. რა თქმა უნდა, სარჩელის შინაარსში ჩაწერილია და ზოგადად სასამართლო პროცესებში ევროპა გამოცხადებულია მტრად. რა თქმა უნდა, ეს ხდება ევროპის ლანძღვის ფონზე და ევროპული წესების სრული განადგურებით. ეს უბრალოდ კი არ უგულებლყოფს, არამედ მიზნად ისახავს დასავლეთთან დაპირისპირებას, რაც ასევე ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების საპირისპიროა.

3. ეს გადაწყვეტილება არის მცდელობა რუსეთის გეოპოლიტიკური გამარჯვების. დღეს, რუსეთს, რომელმაც დაკარგა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საკუთარი გავლენა, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში და მარცხდება უკრაინაში, ჭირდება თვალსაჩინო წარმატების შემთხვევა და ამ პროცესის დაჩქარება ხდება მათ შორის რუსეთის ამგვარი დაკვეთით, რომ სწრაფად მომთავრდეს საქართველოს საკითხი და რუსეთმა გამოიყენოს, როგორც რეგიონში გამარჯვების შემთხვევა, ამას კი ჭირდება ხაზგასმით ყველაფერი ევროპულის განადგურება ქვეყანაში: კონსტიტუციის, ადამიანის უფლებების, ოპოზიციის, ენჯეოების. აი ამ ამოცანას ემსახურება ეს გადაწყვეტილება.

ბიძინამ მომთავრება არაერთხელ ცადა.

ჯერ რუსული კანონით ეგონა, რომ ამთავრებდა, არ გამოუვიდა.

შემდეგ არჩევნების მიტაცებით ეგონა, რომ მოამთავრებდა, არ გამოუვიდა.

შემდეგ ღია ძალადობით და ქიმიური იარაღით ეგონა, რომ მოამთავრებდა, არ გამოუვიდა.

შემდეგ დაპატიმრებებით ეგონა, რომ გამოუვიდოდა და არ გამოუვიდა.

ეს ყველაფერი არ გამოუვიდა წინააღმდეგობის გამო, ამიტომ ახლაც უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა და გარანტირებულად არ გამოუვა ახლაც. მეტიც, შემდეგი მცდელობა, სავარაუდოდ, ვეღარც ექნება.

ჩვენს ნებას ვერავინ გაანადგურებს და ვერავინ აკრძალავს, ამიტომ უნდა გავაძლიეროთ წინააღმდეგობა. 25 ოქტომბერს, 19:00 სთ-ზე თსუს პირველ კორპუსთან.

პ.ს პარტია “დროაც”, როგორ კოალიციის ნაწილი, არის ასაკრძალთა შორის, ჩვენც დაგვირეკეს და, რა თქმა უნდა, დროა კოალიციასთან და მთლიანად ოპოზიციასთან ერთად მიიღებს მონაწიელობას ოცნების განადგურების სხდომებში”- წერს ხოშტარია. 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურატურა ვატო ყიფიანის და ავთო ბილანიშვილის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს
  • ტაქსის მძღოლი მგზავრის გადაყვანისას გარდაიცვალა
  • ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge