ბათუმში, მშენებლობიდან გადმოვარდნილი მძიმე ნივთები ახალგაზრდა კაცს დაეცა. შემთხვევა მამია ვარშანიძის ქუჩის მიმდებარედ, ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების განცხადებით მოქალაქეს 30-მდე არმატურა დაეცა.
კაცი ბათუმის სამედიცინო ცენტრი გადაიყვანეს. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტს კვლევები უტარდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
წყარო: tv25.ge