Thursday, July 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ქურდულ სამყაროსთან” კავშირის საქმე – კაცმა, რომელსაც პოლიცია 7 თვის განმავლობაში უსმენდა, მიმალვა შეძლო

July 30, 2026
ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, რომლის შედეგად არასრულწლოვანი დაიღუპა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა ე.წ. ქურდულ სამყაროს მხარდაჭერის, მიმართვისა და წევრობის ბრალდებით დაკავებული 8 პირი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში გაუშვა.

მათ შორის 2 პირი სხვა სისხლის სამართლის საქმეზეა მსჯავრდებული, ისინი პროცესზე პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა ციხეებიდან გადაიყვანეს.
დღევანდელ პროცესზე გაირკვა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, კაცი, რომელსაც კრიმინალური პოლიცია 7 თვის განმავლობაში უსმენდა და უთვალთავლებდა, მიმალვაშია და გამოძიება მის კვალზე ვერ გადის. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ იკითხა, რატომ არ იმყოფებოდა რვიდან ერთი ბრალდებული, რომეო მიგინეიშვილი პროცესზე.

რომეო მიგინეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს დაუსწრებლად შეეფარდა.
რომეო მიგინეიშვილის ადვოკატის, გიორგი მდინარაძის განმარტებით, საქმეში არ იკვეთება, რომ საგამოძიებო უწყებას მისი დაცვის ქვეშ მყოფთან რაიმე კავშირი ჰქონოდა, შესაბამისად არ საბუთდება, რომ ის გამოძიებას თავს არიდებს.

უფლებადამცველის თქმით, მისთვის რომეო მიგინეიშვილის ადგილსამყოფელი უცნობია.

“დაუსწრებლად მოხდა ბრალის წარდგენა და დაუსწრებლად მოხდა ასევე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება. ამჟამად ჩემთვის მისი ადგილსამყოფელი უცნობია და საქმიდანაც არ ჩანს, რომ გამოძიებას მასთან რამე კავშირი ჰქონდეს დამყარებული, შესაბამისად ის, რომ ის თავს არიდებს გამოძიებას, არ არის დასაბუთებული. გამოძიება თვლის, რომ რაღაც კონკრეტული სახის სარგებლის, თანხის მოთხოვნის და დაბრუნების დახმარებაში მიმართვა იყო. [ვის მიმართა] დეტალებზე მოდი არ ვისაუბრებ გამოძიების და დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე,” – ამბობს გიორგი მდინარაძე.

“ქურდულ სამყაროსთან” კავშირის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის თქმით, არ არის გამორიცხული მომავალში ზოგიერთი დაკავებულის ბრალდების კვალიფიკაცია შეიცვალოს.

“ფარულ ჩანაწერებში რა სახელი და გვარებიცაა და ვისაც შეიძლებოდა მონაწილეობა მიეღო ამაში თავიდან ყველას ბრალს წაუყენებენ, შემდეგ გადმოგვცემენ საქმის მასალებს და არსებითი განხილვის პროცესში აღმოჩნდება ვინ ჩაიდინა დანაშაული, ვინ არ ჩაიდინა. შეიძლება კვალიფიკაციაც იქნეს შეცვლილი ამასთან დაკავშირებით,” – განაცხადა უფლებადამცველმა.

ბრალდებულის და სხვა სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებული პირის ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ აქვს.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულია ამ ეტაპზე, პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს, თუმცა მაინც პატიმრობა გამოიყენა. გამოძიება “ქურდული სამყაროს” წევრობას ედავება, რომ სისტემატური კავშირი ჰქონდა “ქურდულ სამყაროსთან”, “კანონიერ ქურდებთან”, არა, კონკრეტულად დასახელებული… აი ამიტომ გეუბნებით, რომ საქმეში არ დევს არანაირი… მხოლოდ ბრალის ფორმულირებაა. ესაუბრა, თითქოს იმან უთხრა, რომ “პრაგონი” გაატარეო, თუმცა ამას ქმედება არ მოჰყოლია,” – ამბობს ადვოკატი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 27 ადამიანი “ქურდულ სამყაროსთან” კავშირის გამო დააკავეს, ხოლო კიდევ ექვსს ბრალდება წარედგინება – ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.

დაკავებულებს 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, დარღვევების გამო, საზოგადოებრივი კვების ერთ-ერთ ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
  • რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელი ექსტრემისტებისა და ტერორისტების სიაში შეიყვანა
  • “მოვდიოდით, ზუსტად ამ ადგილას დაჯდა და გოგოებს უთხრა…” – რას ჰყვებოდნენ ექსკურსიაზე მოულოდნელად გაუჩინარებული ბიჭის მეგობრები 12 წლის წინ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge