Thursday, July 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სამი ყველაზე საშიში ნაკბენი – რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად აგარაკზე ყოფნისას

June 7, 2023
სამი ყველაზე საშიში ნაკბენი – რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად აგარაკზე ყოფნისას

ნებისმიერი ცხოველისა თუ მწერის ნაკბენი საყურადღებოა, თუმცა ამჯერად სამ მათგანზე გიამბობთ.

გველი

რაშია საშიშროება:

კბენისას შხამი ხვდება ორგანიზმში. შედეგები – მძიმე ალერგიული რეაქციები, მძიმე ანთება და შესაძლებელია განვითარდეს სიკვდილი.

გველის ნებისმიერი ნაკბენი საშიშია.

ეს ქვეწარმავლები იკვებებიან ბაყაყებით, თაგვებით, ხვლიკებით. მათი ნარჩენები პირში რჩება და ლპება. და მაშინაც კი, თუ გველი არ არის შხამიანი, კბენისას, კანში ღრმად, დაუცველ ქსოვილებში ხვდება დაშლის პროდუქტებითა და ინფექციური აგენტებით სავსე ნერწყვი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ანთება.

გველის კბენისას:

– ჭრილობა ჩამოიბანეთ სუფთა წყლით, ნაკბენს დააფარეთ ბინტი, დაიდეთ რაიმე ცივი;

– ნაკბენის გაწითლების, შეშუპების, ქავილის დროს მიიღეთ ანტიჰისტამინური საშუალება;

– დალიეთ ბევრი წყალი ინტოქსიკაციის შესამცირებლად;

– აუცილებლად მიმართეთ გადაუდებელ სამედიცინო სამსახურს.

რა არ უნდა გააკეთოთ!!!

– მჭიდროდ არ შეიხვიოთ ნაკბენის ადგილი;

– პირით არ ამოიღოთ შხამი. თუ პირის ღრუში არის ჭრილობები, კარიესული ღრუები, მათში შხამის შეღწევამ შეიძლება გააუარესოს მდგომარეობა.

ციყვის, ზღარბის, მელას, მაჩვის, ძაღლების, კატების კბენისას.

საშიშროებას წარმოადგენს: ცოფი. ადამიანებისთვის ეს ინფექცია ლეტალურია შემთხვევების 100%-ში, თუ შრატი და ვაქცინა დროულად არ იქნა შეყვანილი.

რა უნდა გავაკეთოთ ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ:

– ჩამოიბანეთ ჭრილობა სუფთა გამდინარე წყლით,

– რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას;

– თუ ნაკბენი მრავლობითია, ან არის კისერზე, სახეზე, ხელებზე, მაშინ არაუგვიანეს 3 დღისა დაზარალებულს უნდა გაუკეთდეს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა.

– თუ ნაკბენი არის ერთ და ნაკლებად სახიფათო ადგილას (არ არის თავ-კისრის არესა და თითის წვერებზე, საზარდულის არეში), მაშინ ვაქცინის პირველი ინექცია უნდა გაკეთდეს ნაკბენიდან არაუგვიანეს 14 დღისა.

ტკიპები

რა საშიშროების შემცველია:

ტკიპებით გამოწვეული ენცეფალიტით, ბორელიოზით, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით ინფიცირება.

რა უნდა გავაკეთოთ კბენის შემდეგ:

– ამოიღეთ ტკიპა რაც შეიძლება სწრაფად და ფრთხილად, ეცადეთ, არ დარჩეს კანში საცეცები,

– ჭრილობაზე წაუსვით იოდით,

დააკვირდით ჯანმრთელობის მდგომარეობას, ნაკბენის ადგილს და პირველი საეჭვო ნიშნების (კბენის ადგილის შეწითლება, ტემპერატურის მატება) გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს.

წყარო: mkurnali.ge

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სემეკ-ი ასახელებს მიზეზს, რამაც 24 ივლისს დენის ავარიული გათიშვა გამოიწვია
  • “ქურდულ სამყაროსთან” კავშირის საქმე – კაცმა, რომელსაც პოლიცია 7 თვის განმავლობაში უსმენდა, მიმალვა შეძლო
  • “მე გამოვიკვლიე და დავადგინე, რომ…” – რას ამბობს მარიამ კუბლაშვილი ნატა ვიბლიანზე?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge