Wednesday, May 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თბილისთან აღმოჩენილი ნაქალაქარი, ანტიკური პერიოდის სასახლეებითა და ტყვიის მილებით, რომელიც რომაული სამყაროსთვისაც დიდი იშვიათობა იყო

June 7, 2023
თბილისთან აღმოჩენილი ნაქალაქარი, ანტიკური პერიოდის სასახლეებითა და ტყვიის მილებით, რომელიც რომაული სამყაროსთვისაც დიდი იშვიათობა იყო

ნა­ქა­ლა­ქა­რი ძა­ლი­სი თა­რიღ­დე­ბა ძვ. წ. II – ახ. წ. VIII სა­უ­კუ­ნე­ე­ბით. მო­სახ­ლე­ო­ბა პირ­ვე­ლად მდი­ნა­რე ნა­რეკ­ვა­ვის მარ­ჯვე­ნა ნა­პირ­ზე მდე­ბა­რე ძა­ლი­სის გო­რა­ზე და­სახ­ლე­ბუ­ლა. ან­ტი­კურ ხა­ნა­ში, ძვე­ლი და ახა­ლი წელ­თაღ­რი­ცხვე­ბის მიჯ­ნა­ზე, გაზ­რდი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი მდი­ნა­რე ნა­რეკ­ვა­ვის მარ­ცხე­ნა ნა­პირ­ზე გა­და­სუ­ლა სა­ცხოვ­რებ­ლად და აქ ვა­კე­ზე დიდი და­სახ­ლე­ბა წარ­მოქ­მნი­ლა, რო­მე­ლიც, რო­გორც ჩანს არის­ტოკ­რატ­თა უბანს წარ­მო­ად­გენ­და…

გვე­სა­უბ­რე­ბა არ­ქე­ო­ლო­გი გი­ორ­გი ცი­ნა­ძე:

– თბი­ლი­სი­დან ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თით 30 კმ.ზე, მუხ­რა­ნის ველ­ზე, მდი­ნა­რე ნა­რეკ­ვა­ვის ორი­ვე ნა­პირ­ზე მდე­ბა­რე­ობს, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ი­სა და არ­ქე­ო­ლო­გი­ის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი, ბრწყინ­ვა­ლე ძეგლი ძა­ლი­სის ნა­ქა­ლა­ქა­რი… 1800 წლის წინ ალექ­სან­დრი­ის ლე­გენ­და­რულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მოღ­ვა­წე­ობ­და, ან­ტი­კუ­რი სამ­ყა­როს ერთ-ერთი ლე­გენ­და კლა­უ­დი­უს პტო­ლო­მე (Claudius Ptolemaeus), ას­ტრო­ნო­მი, მა­თე­მა­ტი­კო­სი, ფი­ზი­კო­სი, გე­ოგ­რა­ფი და პო­ე­ტი. მის ნაშ­რომ­თა­გან, გა­მო­ირ­ჩე­ვა “გე­ოგ­რა­ფი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო”, სა­დაც პტო­ლე­მე იბე­რი­ის სა­მე­ფოს ქა­ლა­ქე­ბის ჩა­მოთ­ვლი­სას, მათ გვერ­დით იხ­სე­ნი­ებს ქა­ლაქ ძა­ლი­სას (Zalissa). ქა­ლაქ ძა­ლი­სას და­არ­სე­ბის თა­რი­ღად მკვლე­ვა­რე­ბი ძვ.წ. II ს-ეს მი­იჩ­ნე­ვენ.

და­სახ­ლე­ბამ ახ.წ. VIII ს-მდე იარ­სე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ გა­ა­ნად­გუ­რა მურ­ვან იბნ მუ­ჰა­მემ იბნ მურ­ვა­ნის შე­მო­სე­ვებ­მა. არ­სე­ბო­ბის თით­ქმის 1000 წლო­ვან ეპო­ქა­ში, ქა­ლაქ­მა აყ­ვა­ვე­ბის მწვერ­ვალს მი­აღ­წია ახ.წ. I-IV სს-ში, ამ პე­რი­ო­დით თა­რიღ­დე­ბა გა­მოვ­ლე­ნი­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბი. ნა­ქა­ლა­ქა­რის სა­ერ­თო ფარ­თი 70 ჰექ­ტარს აღე­მა­ტე­ბა, მის ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში არ­სე­ბუ­ლი 6-7 ჰა. ფარ­თო­ბის ხე­ლოვ­ნუ­რი ბორ­ცვი და იქ არ­სე­ბუ­ლი ნაშ­თი მი­იჩ­ნე­ვა და­სახ­ლე­ბის ცი­ტა­დე­ლად. რო­გორც ჩანს, და­სახ­ლე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად მდი­ნა­რე ნა­რეკ­ვა­ვის მარ­ცხე­ნა ნა­პირ­ზე წარ­მო­იშ­ვა, იქე­დან და­ი­წყო გავ­რცე­ლე­ბა მდი­ნა­რის მარ­ჯვე­ნა ნა­პი­რის ვრცელ ვა­კე­ზე. ძა­ლი­სა წარ­მო­ად­გენს გან­ვი­თა­რე­ბის უმაღ­ლე­სი სა­ფე­ხუ­რის ბრწყინ­ვა­ლე ნი­მუშს.

თბილისთან აღმოჩენილი ნაქალაქარი, ანტიკური პერიოდის სასახლეებითა და ტყვიის მილებით, რომელიც რომაული სამყაროსთვისაც დიდი იშვიათობა იყო
ფოტო: Diggers – Archaeologists’ Club

 

ნა­გე­ბო­ბე­ბი ნა­გე­ბია რი­ყის ქვის სა­ძირ­კველ­ზე, შემ­დეგ გა­მომ­წვა­რი აგუ­რით და თლი­ლი ქვით, შე­ლე­სი­ლო­ბა კირხსნა­რით და გაჯი, მო­პირ­კე­თე­ბუ­ლია თლი­ლი ქვით, მო­ზა­ი­კი­თა და მო­ხა­ტუ­ლო­ბე­ბით. ნა­ქა­ლა­ქარ­ზე გა­მოვ­ლე­ნი­ლი დი­დძა­ლი კრა­მი­ტის ნა­ტე­ხი, ცხა­დად ადას­ტუ­რებს, რომ გა­და­ხურ­ვა მთლი­ა­ნად კრა­მი­ტია. ქა­ლა­ქის ყვე­ლა შე­ნო­ბა, ფუნ­ქცი­ის მი­ხედ­ვით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია წყალ­სა­დე­ნით, კა­ნა­ლი­ზა­ცი­ი­თა და გათ­ბო­ბის სის­ტე­მით. მილ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბის სის­ტე­მა თი­ხის მი­ლე­ბია, მაგ­რამ მათ­თან ერ­თად აღ­მო­ჩე­ნი­ლია ტყვი­ის მი­ლე­ბი, რაც მთე­ლი რო­მა­უ­ლი სამ­ყა­როს­თვი­საც დიდ იშ­ვი­ა­თო­ბას წარ­მო­ად­გენ­და.

თბილისთან აღმოჩენილი ნაქალაქარი, ანტიკური პერიოდის სასახლეებითა და ტყვიის მილებით, რომელიც რომაული სამყაროსთვისაც დიდი იშვიათობა იყო
გი­ორ­გი ცი­ნა­ძე

 

– რას გვე­ტყო­დით ძა­ლის­ში არ­სე­ბულ სა­სახ­ლე­ზე, რო­მე­ლიც ან­ტი­კუ­რი პე­რი­ო­დის ყვე­ლა­ზე დიდ სა­სახ­ლედ მი­იჩ­ნე­ვა? რა შე­მორ­ჩა ძვე­ლი შე­ნო­ბი­დან?

– ან­ტი­კუ­რი პე­რი­ო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დიდი 2500 კვ.მ. ფარ­თო­ბის სა­სახ­ლე შედ­გე­ბა 30-ზე მეტი ოთა­ხის­გან, მას აქვს რო­მა­უ­ლი გეგ­მა­რე­ბის, სწორ­კუ­თხა 8 მ.-ზე მეტი სიგ­რძის ეზო – ატ­რი­უ­მი და მის ცენ­ტრში ბორ­დი­ურ­შე­მოვ­ლე­ბუ­ლი შად­რევ­ნის ოთხკუ­თხა აუზი, კუ­თხე­ებ­ში სვე­ტე­ბით. მის­გან და­სავ­ლე­თით ტა­ძა­რია, რო­მელ­შიც ღვთა­ე­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო აღ­მარ­თუ­ლი. სა­სახ­ლის ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში სა­ძი­ლე ოთა­ხე­ბია, სა­კუ­თა­რი ორ­გან­ყო­ფი­ლე­ბი­ა­ნი სა­პირ­ფა­რე­შო­თი, წყალ­სა­დე­ნით და კა­ნა­ლი­ზა­ცი­ით.

შე­მორ­ჩე­ნი­ლია სა­სახ­ლის ცენ­ტრში მდე­ბა­რე გათ­ბო­ბის სის­ტე­მის – ჰი­პო­კა­უს­ტუ­სის გან­ყო­ფი­ლე­ბა, ასე­ვე 139 კვ.მ. ფარ­თო­ბის ოთა­ხი, რო­მელ­შიც გან­ლა­გე­ბუ­ლია კა­ლო­რი­ფე­რე­ბი (ცხე­ლი ჰა­ე­რის გე­ნე­რა­ტო­რი), თი­ხის მი­ლე­ბით. ამ სის­ტე­მის მეშ­ვე­ო­ბით თბე­ბო­და სა­სახ­ლის ოთა­ხე­ბი.

თბილისთან აღმოჩენილი ნაქალაქარი, ანტიკური პერიოდის სასახლეებითა და ტყვიის მილებით, რომელიც რომაული სამყაროსთვისაც დიდი იშვიათობა იყო
გათ­ბო­ბის სის­ტე­მის დე­ტა­ლე­ბი

 

კი­დევ ერთი, გა­მორ­ჩე­უ­ლი ნა­გე­ბო­ბაა სა­სახ­ლის აბა­ნო. რო­მა­უ­ლი ტი­პის, სამ­გან­ყო­ფი­ლე­ბი­ან (ცხე­ლი, თბი­ლი, ცივი) აბა­ნოს ნა­ხე­ვარ­წრი­უ­ლი აფ­სი­დე­ბი აქვთ ჩრდი­ლო­ეთ და სამ­ხრეთ მხა­რეს, გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბი თა­ნა­ბა­რი ზო­მი­საა, ქვის კედ­ლე­ბი ორ­მხრივ შე­ლე­სი­ლია, ცხე­ლი და თბი­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბის ქვეშ, ჰი­პო­კა­უს­ტუ­სის (გათ­ბო­ბის) სის­ტე­მაა მო­წყო­ბი­ლი. ცივ აბა­ნო­ში, ია­ტა­კი მო­ზა­ი­კი­თაა და­ფა­რუ­ლი, მას­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია ზღვის ფა­უ­ნა, ხოლო კი­დე­ებ­ზე მცე­ნა­რე­უ­ლი ორ­ნა­მენ­ტის არ­ში­აა შე­მოვ­ლე­ბუ­ლი. ამ აბა­ნოს თბი­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ია­ტა­კიც მო­ზა­ი­კი­თაა და­ფა­რუ­ლი, რაც იშ­ვი­ა­თია. აბა­ნო­ებს ემიჯ­ნე­ბა – გა­სახ­დე­ლი (იპო­დი­ტე­რი­უ­მი), რომ­ლის მთე­ლი ია­ტა­კი სი­მეტ­რი­უ­ლი გე­ო­მეტ­რი­უ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი­თაა და­ფა­რუ­ლი.

თბილისთან აღმოჩენილი ნაქალაქარი, ანტიკური პერიოდის სასახლეებითა და ტყვიის მილებით, რომელიც რომაული სამყაროსთვისაც დიდი იშვიათობა იყო

ძა­ლი­სის ქა­ლა­ქის კი­დევ ერთი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნა­გე­ბო­ბაა ახ.წ. II-III სა­უ­კუ­ნე­ე­ბით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი სა­ცუ­რაო აუზი. მისი ზო­მე­ბი შთამ­ბეჭ­და­ვია და სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ანა­ლო­გი არ აქვს. 33.4 მ. სიგ­რძი­სა და 11.5 მ. სი­გა­ნის აუზს ოთხი­ვე მხა­რეს, კედ­ლე­ბის ცენ­ტრში ნა­ხე­ვარ­წრი­უ­ლი აფ­სი­დე­ბი აქვს. კედ­ლე­ბის სის­ქე 0.7-1 მ.ია. ამო­შე­ნე­ბუ­ლია მი­წა­ში, რი­ყის ქვის კირხსნარ­ზე, მო­პირ­კე­თე­ბუ­ლია კარ­გად გათ­ლი­ლი ქვით, ხოლო რი­ყის ქვა­სა და მო­პირ­კე­თე­ბას შო­რის სივ­რცე ამოვ­სე­ბუ­ლია ჰიდ­რავ­ლი­კუ­რი ხსნა­რით. აუზი, ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში, 9 სა­ფე­ხუ­რო­ვა­ნი კი­ბით უკავ­შირ­დე­ბა აბა­ნოს, შიგ­ვეა გა­მარ­თუ­ლი ქვის მერ­ხე­ბი და­სას­ვე­ნებ­ლად და მო­წყო­ბი­ლია ტრა­პი, რომ­ლი­თაც აუზი ქვით ნა­გებ კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის კო­ლექ­ტორს უკავ­შირ­დე­ბა. აუ­ზის მო­მა­რა­გე­ბა ხდე­ბო­და და­სავ­ლე­თი­დან, ორი წყალ­სა­დე­ნის მეშ­ვე­ო­ბით.

თბილისთან აღმოჩენილი ნაქალაქარი, ანტიკური პერიოდის სასახლეებითა და ტყვიის მილებით, რომელიც რომაული სამყაროსთვისაც დიდი იშვიათობა იყო
აუ­ზის ფრაგ­მენ­ტი

 

ნა­ქა­ლა­ქა­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბა – სა­სახ­ლის სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე აფ­სი­დი­ა­ნი ნა­გე­ბო­ბა, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა ორი ნა­ხე­ვარ­წრი­უ­ლი და ერთი სამ­წახ­ნა­გო­ვა­ნი აფ­სი­დი­ა­ნი დარ­ბა­ზის და მათ შო­რის ოთა­ხე­ბი­სა­გან. ეს სამი დარ­ბა­ზი, კუ­რი­აა – სხდო­მა­თა დარ­ბა­ზე­ბი, ხოლო მათ შო­რის ოთა­ხე­ბი კი სა­კან­ცე­ლა­რიო საქ­მი­ა­ნო­ბი­სათ­ვის. დარ­ბა­ზის კედ­ლებ­ში ვიწ­რო გამ­ჭო­ლი თა­ღე­ბია და­ტა­ნე­ბუ­ლი ჰა­ე­რის კონ­დი­ცი­რე­ბის­თვის.

ძა­ლი­სას, რო­გორც ან­ტი­კუ­რი პე­რი­ო­დის სრულ­ყო­ფი­ლი ქა­ლა­ქის, მთა­ვა­რი ატ­რი­ბუ­ტია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აბა­ნო. ტუ­ფის დიდი ფი­ლე­ბით მო­გე­ბუ­ლი, ცენ­ტრში შად­რევ­ნის მქო­ნე ატ­რი­უ­მი­ა­ნი ნა­გე­ბო­ბა ახ.წ. II-IV სს-ით თა­რიღ­დე­ბა. ატ­რი­უ­მის და­სავ­ლე­თით იწყე­ბა აბა­ნოს ცივი, თბი­ლი და ცხე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბი. თბი­ლი და ცხე­ლი აბა­ნოს ქვეშ მო­წყო­ბი­ლია გათ­ბო­ბის სის­ტე­მა, ხოლო კედ­ლებ­ში, კე­რა­მი­კუ­ლი ფი­ლე­ბის ქვეშ ვერ­ტი­კა­ლუ­რად და­ტა­ნე­ბუ­ლია კე­რა­მი­კუ­ლი მი­ლე­ბი. ფი­ლებ­სა და მი­ლებს შო­რის და­ტო­ვე­ბუ­ლია 3-4 მმ. სივ­რცე, რო­მელ­შიც ჰა­ე­რი მო­ე­დი­ნე­ბა ოთა­ხე­ბის ვენ­ტი­ლა­ცი­ი­სათ­ვის.

ნა­ქა­ლა­ქარ ძა­ლი­სას უნი­კა­ლუ­რო­ბა, პირ­ველ რიგ­ში, გა­მოვ­ლე­ნილ ნა­გე­ბო­ბა­თა ია­ტაკ­ზე შე­მორ­ჩე­ნი­ლი სხვა­დას­ხვა ორ­მა­ნენ­ტის, გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის, ოს­ტა­ტო­ბის უმაღ­ლე­სი სა­ფე­ხუ­რით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მო­ზა­ი­კაა. გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი და თე­მა­ტი­კა ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი სამ­ყა­როა, ისე­ვე რო­გორც ნა­გე­ბო­ბე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რა და და­სახ­ლე­ბის გეგ­მა­რე­ბა. გა­მოვ­ლე­ნილ არ­ტე­ფაქტთა­გან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია – სარ­კმლის და ჭურ­ჭლის ფე­რა­დი მი­ნის ნაშ­თე­ბი, რკი­ნის სახ­ნი­სი, უზან­გე­ბი, ირა­ნის კან­ცე­ლა­რი­ის გზავ­ნი­ლე­ბის თი­ხის სამი ბულა, მთის ბრო­ლი­სა და ამეთ­ვის­ტოს სხვა­დას­ხვა ზო­მის სა­ბეჭ­და­ვის ფორ­მის და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ცა­ლე­ბი და ასე­თი­ვე მწვა­ნე მი­ნის ნივ­თე­ბი.

ფო­ტო­ე­ბი: ვი­კი­პე­დია

წყარო: ambebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილი ამერიკელი დირიჟორი პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას ითხოვს და ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს
  • ღარიბაშვილის საქმე ევროპარლამენტის ანგარიშში – შეფასებები ოპოზიციაში
  • თამარ ჩერგოლეიშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებას პასუხობს – „ამ ოთხოქტომბრელს ვინმემ აუხსენით, რომ თავის პარტიას მიმართოს ხოლმე, დანარჩენებს მისი მოწოდებები წიხლზე გვკიდია“

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge