Wednesday, May 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ცნობილი ამერიკელი დირიჟორი პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას ითხოვს და ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს

May 6, 2026
ცნობილი ამერიკელი დირიჟორი პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას ითხოვს და ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს

ცნობილი ამერიკელი დირიჟორი, Opera USA-ს სამხატვრო ხელმძღვანელი უინსტონ ვოგელი მსოფლიო ვარსკვლავის, პაატა ბურჭულაძის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს და ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს. ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.

უინსტონ ვოგელი წერილში წერს, რომ წარმოუდგენელია ასეთი დამსახურების მქონე ადამიანი, როგორიც პაატა ბურჭულაძეა, შვიდი თვის განმავლობაში ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე იყოს პატიმრობაში.

ვინმეს შეუძლია დაადასტუროს, რომ პაატა ბურჭულაძე ოდესმე რაიმე საფრთხეს წარმოადგენდა თავისი ქვეყნისთვის? არა! – წერს წერილში ცნობილი ამერიკელი დირიჟორი.

მისი თქმით, პაატა ბურჭულაძით, რომელიც საქართველოში ციხეში ჰყავთ გამოკეტილი, ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა.

უინსტონ ვოგელი ამბობს, პაატა ბურჭულაძისთვის დახმარების გაწევის თხოვნით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და კონგრესს მიმართავს.

ვიმედოვნებთ, რომ პაატა ბურჭულაძე უახლოეს მომავალ გათავისუფლდება პატიმრობიდან. ჩვენი აზრით, ეს აუცილებელია არა მხოლო პაატასთვის, არამედ საქართველოს იმიჯისთვისაც – წერს ღია წერილში ამერიკელი დირიჟორი.

“მიმართვა ქართველ ხალხს

მიმართვა ბატონ ბიძინა ივანიშვილს

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს

რამდენიმე დღის წინ, Opera USA-ს სახელით, მე გავაგზავნე წერილი მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერლის პაატა ბურჭულაძის ჩვენს საპატიო ბორდში გაწევრიანების თაობაზე. ასევე მივმართე დირექტორთა საბჭოს წევრებს და აღვნიშნე, რომ ეს დიდი პატივი იქნებოდა Opera USA-ს 30-წლიანი ისტორიისთვის და მნიშვნელოვანი შთაგონების წყარო ახალი თაობის მომღერლებისთვის. ჩემს მოწვევაზე პასუხად საქართველოდან შოკის მომგვრელი ინფორმაცია მივიღე.

როგორც აღმოჩნდა, ლეგენდარული მომღერალი ციხეში იმყოფება. დეტალების განხილვის გარეშე, მსურს ხაზი გავუსვა, რომ პაატა ბურჭულაძე მსოფლიოში ცნობილია არა მხოლოდ თავისი უნიკალური ხმითა და კარიერით, არამედ გამორჩეული კეთილშობილებითა და ადამიანურობით. მრავალი წლის მანძილზე იგი იყო გაეროს კეთილი ნების ელჩი და UNICEF-ის კეთილი ნების ელჩი. მას მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო ჯილდო, დაეხმარა არაერთ ახალგაზრდა მომღერალს და ინიციატორი და მონაწილე იყო მრავალ საქველმოქმედო პროექტისა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

წარმოუდგენელია, რომ ასეთი დამსახურების მქონე ადამიანი შვიდი თვის განმავლობაში ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე იყოს პატიმრობაში. როგორც გავიგეთ, მას დღემდე არ ეძლევა ოჯახის წევრებთან შეხვედრის, წერილის მიწერის და სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება. ასეთი არაჰუმანური მოპყრობა დაუჯერებელია.

ციხის მთავარი ფუნქციაა საზოგადოებისათვის საფრთხის შემცველი პირების იზოლაცია. ვინმეს შეუძლია დაადასტუროს, რომ პაატა ბურჭულაძე ოდესმე რაიმე საფრთხეს წარმოადგენდა თავისი ქვეყნისთვის? არა! დარწმუნებული ვარ, ამას ვერავინ დაადასტურებს და ამ აბსურდს არც არავინ დაიჯერებს. მაშ, რა ხდება? რატომ ისჯება არტისტი, რომლითაც ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა და რომელსაც შეეძლო მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში საუკეთესო პირობებში ეცხოვრა? იმისთვის, რომ დაბრუნდა საქართველოში, დადგა საკუთარი ხალხის გვერდით და იბრძვის თავისი ქვეყნისუკეთესი მომავლისთვის? შეიძლება თუ არა ადამიანი, რომელმაც ათწლეულ განმავლობაში საქართველო მსოფლიოს წინაშე საუკეთესო სახით წარმოაჩინა, ამისთ იყოს დაპატიმრებული? მას დღესაც შეუძლია უზარმაზარი სარგებელი მოუტა როგორც თავის ქვეყანას, ისე საერთაშორისო საზოგადოებას.

მე მჯერა, რომ ამ გაუგებრობიდან გამოსავალი მოიძებნება. ჩვენ ასევე მივმართავთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და კონგრესს პაატა ბურჭულაძისთვის დახმარების გაწევის თხოვნით. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ საკითხზე კონსტრუქციული დიალოგი პირველ რიგში საქართველოში დაიწყება. ასევე ვიმედოვნებთ, რომ პაატა ბურჭულაძის უზარმაზარი წვლილი ხელოვნებისა კაცობრიობის წინაშე გათვალისწინებული იქნება და იგი უახლოეს მომავალ გათავისუფლდება პატიმრობიდან. ჩვენი აზრით, ეს აუცილებელია არა მხოლო პაატასთვის, არამედ საქართველოს იმიჯისთვისაც. აუცილებელია, რომ ყველა გაითვალისწინოს ქვეყნის ინტერესები და იპოვნოს ამ სამარცხვინო გაუგებრობიდა ეფექტური გამოსავალი.

პატივისცემით, უინსტონ ვოგელი Opera USA სამხატვრო ხელმძღვანელი”, – წერია წერილში.

ამერიკელმა დირიჟორმა, უინსტონ დან ვოგელმა, ექვს კონტინენტზე გაითქვა სახელი, როგორც დინამიურმა დირიჟორმა, ორკესტრების მძლავრმა მშენებელმა, კრეატიული პროგრამების შემქმნელმა, კომპოზიტორმა და ეფექტურმა ლექტორმა. როგორც ვირჯინიის სიმფონიური ორკესტრისა და ნიუ-ჯერსის კლასიკის საზღვაო ფესტივალის (Shore Festival of Classics) ყოფილმა მუსიკალურმა ხელმძღვანელმა და დირიჟორმა, თავისი ერთგული ლიდერობით, პოპულარობითა და კრიტიკოსების ერთსულოვანი აღიარებით, მან მნიშვნელოვნად გაზარდა ბილეთების გაყიდვები და მსმენელთა დასწრება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შსს-მ დიუშენის სინდრომიანი ბავშვების მშობლებს ივანიშვილის სახლთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა
  • “საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ მიმდინარეობს, რადგან ლილუაშვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს” – გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი
  • სასამართლოში, სადაც ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის საქმეზე განაჩენი უნდა გამოცხადდეს, საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge