ეზოტერიკოსი გოგა მანია, სოციალურ ქსელში, ხშირად აქვეყნებს წინასწარმეტყველებებს და საზოგადოებას მოსალოდნელი მოვლენების შესახებ აფრთხილებს. მისი მორიგი განცხადება, ამჯერად, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა.
რამდენიმე დღის წინ, გოგამ გაავრცელა წინასწარმეტყველება, რომელშიც მოსალოდნელ ტრაგედიაზე საუბრობდა. მისი თქმით, შესაძლოა, მომხდარს მსხვერპლი და რამდენიმე დაშავებული მოჰყოლოდა.
ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის ფონზე, მისი წინასწარმეტყველება სოციალურ ქსელებში აქტიური განხილვის საგანი გახდა.
მისმა განცხადებებმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია და კიდევ ერთხელ გააჩინა ინტერესი მისი წინასწარმეტყველებების მიმართ.
ნახეთ, ვიდეო, რომელიც 18 ნოემბრით თარიღდება.
