უახლესი ambebi
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
უახლესი ambebi
No Result
View All Result
Home ემიგრაცია

ქართველი ექსპერტის რჩევები: როგორ შეიძლება ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურად დასაქმება

September 19, 2019
ქართველი ექსპერტის რჩევები: როგორ შეიძლება ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურად დასაქმება
Share on FacebookShare on Twitter

უამრავ ქართველს სურს დასაქმება ევროკავშირის ქვეყნებში. რას ცვლის მათთვის უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა, რამდენად შესაძლებელია ლეგალურად დასაქმება? ამისთვის რა პირობების დაცვაა აუცილებელი? – ამ საკითხებზე დიასპორული ინვესტიციების მხარდაჭერის ასოციაციის პრეზიდენტი, ექსპერტი მიგრაციის საკითხებში ზაალ სარაჯიშვილი საუბრობს KvirisPalitra-სთან:

– საქართველოს მოქალაქეს ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურად დასაქმების უფლების მოპოვება­ როგორ შეუძლია?
– 90 დღის განმავლობაში ის შეძლებს, მოიძიოს მისთვის მისაღები სამუშაო, რა დროსაც პოტენციურ დამსაქმებელთან გასაუბრების საშუალებაც ექნება. თუ შეთანხმდებიან, გააფორმებენ ხელშეკრულებას და შრომითი ნებართვის ასაღებად ამა თუ იმ სტრუქტურას მიმართავენ… ამის შემდეგ საქართველოს მოქალაქე დატოვებს ევროკავშირის ტერიტორიას და მხოლოდ მას შემდეგ­ დაბრუნდება, რაც შრომითი ნებართვა ექნება მუშაობის დასაწყებად.

ავიაბილეთები

– ესე იგი, მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება საკმარისი არ არის.
– დიახ, შრომის ნებართვის მისაღებად საჭიროა დამქირავებლისა და დაქირავებულის განცხადებული თანხმობა შესაბამისი სამუშაოს შესრულებასა და სამუშაო პირობებზე, რაც დამქირავებელმა დოკუმენტის სახით უნდა წარადგინოს ნებართვის გამცემ ორგანოში.

– ევროკავშირის ქვეყნებში ფუნქციონირებს საშუამავლო კომპა­ნიები ან საადვოკატო ბიუროები, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს შრომითი ნებართვის აღებაში დაეხმარებიან?
– დამქირავებელთან ურთიერთობა ჩვენს მოქალაქეებს პირადადაც იოლად შეუძლიათ. დღეისათვის ტექნოლოგიები კარგად არის განვითარებული, ინტერნეტითაც შესაძლებელია დამსაქმებლის შესახებ ინფორმაციის მოძიება, შემდეგ ევროპაში უვიზოდ ჩასვლა და სამუშაო პირობების უკეთ გაცნობა. ეს საქართველოს მოქალაქეს გაუგებრობას თავიდან აარიდებს.

– აუცილებელია, შრომითი უფლების მოსაპოვებლად შესაბამის­ უწყებას დაქირავებულმაც და დამქირ­ავებელმაც ერთად მიმართონ?
– მთავარია, დამქირავებელმა კომპანიამ, სამეწარმეო სუბიექტმა ან ფიზიკურმა პირმა მოამზადოს ის დოკუმენტაცია, რაც არის ამა თუ იმ ქვეყნის შიდა კანონმდებლობით განსაზღვრული. მაგალითად, შესაძლოა, ოჯახს სჭირდება ძიძა, მოხუცის მომვლელი და ა.შ., მაშინ მან უნდა მიმართოს შესაბამის სტრუქტურას, რომ სურს, დაიქირაოს ესა თუ ის მუშაკი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. ამ შემთხვევაში საჭირო იქნება ისეთი დოკუმენტების წარდგენა, როგორიცაა საქართველოს მოქალაქესთან გაფორმებული ხელშეკრულება, დაქირავებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სამუშაო გამოცდილების და განათლების შესახებ ინფორმაცია. ზოგიერთი ქვეყანა ითხოვს დაქირავებულის ოჯახური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასაც და ზოგჯერ დამატებითი შემოსავლების ჩვენებასაც კი.

– დავაზუსტოთ, რომელ ქვეყნებში რომელი უწყებები გასცემენ შრომით ნებართვებს?
– ზოგიერთ ქვეყანაში შრომის და სოციალური დაცვის სამინისტრო გასცემს, ზოგან თვითმმართველობის ორგანოები ან სხვა სპეციალური შრომითი ინსპექც­იები (მაგალითად, საბერძნეთში თვითმმართველობის ორგანოები გასცემენ,

ესპანეთში კი შრომითი ინსპექციები).

ასე რომ, მართალია, ვიზალიბერალიზაციით პირი შრომით უფლებას ვერ მოიპოვებს, მაგრამ ეს გარემოება გარკვეულ ჩარჩოებში სვამს შრომით მიგრაციას. იმედი მაქვს, რომ ეს ხელს შეუწყობს თანამემამულეების ლეგალურად დასაქმებას. ხელშეკრულებების ოფიციალურად დარეგისტრირებით საქართველოს მოქალაქეების დასაცავად სამართლებრივი და სოციალური მექანიზმებიც ამოქმედდება, ჯანდაცვასთან დაკავშირებული საკითხებიც მოგვარდება. შემცირდება საქართველოს მოქალაქეების იძულებით შრომაში ჩართულობაც.

– თუმცა შრომითი მიგრაციის მიმართ სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს. თქვენი აზრით, სად უფრო იოლი იქნება ქართველების დასაქმება?
– როგორც დავაკვირდი, საკმაოდ ხშირად სამხრეთ ევროპის ქვეყნები – ესპანეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, იტალია – არალეგალებთან უფრო ლოიალური არიან. თუკი მათ მხოლოდ სავიზო რეჟიმი აქვთ დარღვეული და კრიმინალური ქმედება არა აქვთ ჩადენილი, ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის გაგრძელების საშუალებას აძლევენ. ვფიქრობ, ზემოთ დასახელებულ ქვეყნებში ქართველების დასაქმება გაიოლდება. რასაკვირველია, ყველა ქვეყანა ცდილობს დაიცვას შრომითი ბაზარი, მაგრამ არის მომენტები, როცა დამატებით მუშახელზე ჩნდება მოთხოვნა. მაგალითად, ერთხანს ესპანეთსა და საბერძნეთში სამშენებლო ბუმი იყო და მუშახელზე დიდი მოთხოვნის გამო არალეგალური სტატუსის მქონეები ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის უფლებას იოლად იღებდნენ. როგორც ვიცი, საბერძნეთი აპრილის მიწურულიდან იწყებს პროცედურების გამარტივებას იმ მუშაკებისთვის, რომლებიც არალეგალურ მდგომარეობაში იმყოფებიან და არ ჩაუდენიათ დანაშაული. სავარაუდოდ, გაზაფხულზე მათთვის ამნისტიის პერიოდი გამოცხადდება.

 297 ნახვა

თეგები: dasaqmebadasaqmeba ucxoetshiდასაქმებადასაქმება უცხოეთში

სხვა ამბები

იტალიაში ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა
ემიგრაცია

იტალიაში ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა

June 24, 2022
“ბოლო 2 წელში ქვეყანა ოფიციალურად 100 ათასმა ადამიანმა დატოვა, არაოფიციალურად 3-ჯერ მეტმა“ – ოთო აბესაძე
ემიგრაცია

“ბოლო 2 წელში ქვეყანა ოფიციალურად 100 ათასმა ადამიანმა დატოვა, არაოფიციალურად 3-ჯერ მეტმა“ – ოთო აბესაძე

June 9, 2022
“ჯერ მიხედეთ საკუთარ ძვირფას თავს“ – ალექსანდრა პაიჭაძე ემიგრანტებს მიმართავს
ემიგრაცია

“ჯერ მიხედეთ საკუთარ ძვირფას თავს“ – ალექსანდრა პაიჭაძე ემიგრანტებს მიმართავს

June 2, 2022
„გთხოვთ, ნუ წამოხვალთ!” – ემიგრანტი ქალის ემოციური წერილი
ემიგრაცია

„გთხოვთ, ნუ წამოხვალთ!” – ემიგრანტი ქალის ემოციური წერილი

June 30, 2021
საბერძნეთში ქართველი ახალგაზრდა გარდაიცვალა
ემიგრაცია

საბერძნეთში ქართველი ახალგაზრდა გარდაიცვალა

June 16, 2021
„ნუ ჩამოიყვანთ თქვენს შვილებს აქ დასარჩენად, თორემ ინანებთ!“ – ქართველი ემიგრანტის ემოციური მიმართვა
ემიგრაცია

„ნუ ჩამოიყვანთ თქვენს შვილებს აქ დასარჩენად, თორემ ინანებთ!“ – ქართველი ემიგრანტის ემოციური მიმართვა

June 11, 2021
შემდეგი ამბავი
რუსეთში 432 “კანონიერი ქურდიდან” 242 ქართველია – რუსეთის შსს-ს სტატისტიკა

რუსეთში 432 “კანონიერი ქურდიდან” 242 ქართველია - რუსეთის შსს-ს სტატისტიკა

“თბილისში პატარა გოგონებს პორნოგრაფიულ სურათებს უღებდნენ, მშობლებს სანაცვლოდ თანხას უხდიდნენ” (ვიდეო)

"თბილისში პატარა გოგონებს პორნოგრაფიულ სურათებს უღებდნენ, მშობლებს სანაცვლოდ თანხას უხდიდნენ" (ვიდეო)

პოპულარული

როგორია რუსთავში ფანჯრიდან გადმოვარდნილი 3 წლის გოგოს მდგომარეობა?
საზოგადოება

როგორია რუსთავში ფანჯრიდან გადმოვარდნილი 3 წლის გოგოს მდგომარეობა?

2 hours ago
🎥VIDEO: “მე რატო არ მეჩალიჩები შალვა” – ლალი მოროშკინა რამიშვილს პირდპირ ეთერში
საზოგადოება

🎥VIDEO: “მე რატო არ მეჩალიჩები შალვა” – ლალი მოროშკინა რამიშვილს პირდპირ ეთერში

2 hours ago
“ეს არავინ იცოდა ისეთ დარდს ატარებდა გულით..” –  ეს მამუკაზე არავინ იცოდა, საიდუმლოს ფარდა აეხადა
საზოგადოება

“ეს არავინ იცოდა ისეთ დარდს ატარებდა გულით..” – ეს მამუკაზე არავინ იცოდა, საიდუმლოს ფარდა აეხადა

3 hours ago
9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
საზოგადოება

25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

3 hours ago
ერთაწმინდაში სახლი, სადაც ხანდაზმული ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, დაიწვა
საზოგადოება

ერთაწმინდაში სახლი, სადაც ხანდაზმული ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, დაიწვა

3 hours ago

გამოგვყევი

უახლესი

როგორია რუსთავში ფანჯრიდან გადმოვარდნილი 3 წლის გოგოს მდგომარეობა?

როგორია რუსთავში ფანჯრიდან გადმოვარდნილი 3 წლის გოგოს მდგომარეობა?

March 24, 2023
🎥VIDEO: “მე რატო არ მეჩალიჩები შალვა” – ლალი მოროშკინა რამიშვილს პირდპირ ეთერში

🎥VIDEO: “მე რატო არ მეჩალიჩები შალვა” – ლალი მოროშკინა რამიშვილს პირდპირ ეთერში

March 24, 2023
“ეს არავინ იცოდა ისეთ დარდს ატარებდა გულით..” –  ეს მამუკაზე არავინ იცოდა, საიდუმლოს ფარდა აეხადა

“ეს არავინ იცოდა ისეთ დარდს ატარებდა გულით..” – ეს მამუკაზე არავინ იცოდა, საიდუმლოს ფარდა აეხადა

March 24, 2023

თეგები

Art Funny Health News Viral ალექსანდრა პაიჭაძე ამინდი ამინდის პროგნოზი ასტროლოგია ბაია პატარაია ბასილაშვილი ბიძინა ივანიშვილი გიორგი ფხაკაძე დემნა გვასალია დომენიკ მანგო დღის ჰოროსკოპი ელექტრომომარაგება ელისო კილაძე ემბერ ჰერდი ვოლოდიმირ ზელენსკი ია ფარულავა ივანიშვილი ილონ მასკი ირაკლი კობახიძე ირაკლი მაქაცარია კალაძე კახა კალაძე ლალი მოროშკინა ლევან კბილაშვილი ლიზა ჩიჩუა მეგი გოცირიძე მიხეილ სააკაშვილი ნათია ფანჯიკიძე ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა გვარამია სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილი სოფო ნიჟარაძე სტეფანე მღებრიშვილი ქეთა თოფურია ქეთი დოლიძე წყალმომარაგება ხათუნა ხოფერია ჯონი დეპი ჰოროსკოპი
  • მთავარი
  • რეკლამა

© 2021 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო

© 2021 Mix.Metronome.Ge

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
სტატიის სანახავად მოიწონეთ გვერდი

სტატიის სანახავად მოიწონეთ გვერდი