Monday, November 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მას აგულიანებენ”- რას აცხადებს შალვა პაპუაშვილი სააკაშვილთან დაკავშირებით

November 9, 2026
“მას აგულიანებენ”- რას აცხადებს შალვა პაპუაშვილი სააკაშვილთან დაკავშირებით

შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხეში პირადი ცხოვრება მოუწყვეს და ამისთვის, პენიტენციურს მადლობაც კი უნდა გადაუხადოს.

როგორც ის ამბობს, თუ მონანიებს არ გადაწყვეტს, მას 11 წლის ციხეში გატარება მოუწევს.

პაპუაშვილის თქმით, სააკააშვილი თავის დანაშულებებს იმიტომ არ ინანიებს, რომ მას გარედან აგულიანებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქამდე მოყვებოდა ყველაფერს და ამით შეიძლება საერთაშორისო დანაშაულებრივი სქემაც კი გაეხსნა.

“ვინც არ ნანობს, მას არც მიეტევება, ასე, რომ სააკაშვილს მოუწევს თავისი 11 წლის მოხდა. გადაწყვიტოს, თავის 11-წლიანი სასჯელის რომელ მომენტში მოინანიებს თუ არ მოინანიებს თავის დანაშულებებს. ის თუ რატომ არ ინანიებს, ამას თავისი ახსნა აქვს, ეს მისი პირადი დამოკიდებულება კი არ არის დანაშაულების მიმართ, ეს არის გარედან წაქეზებული შეგულიანება, როდესაც პოლონეთის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ სააკაშვილი მოდერნიზატორი და მაგალითი იყო. როდესაც გამოდის ევროკომისია და ამბობს, რომ თითნებურად დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ და ევროკავშირის ელჩი არ პასუხობს კითხვას, ამაში შედის თუ არა სააკაშვილი და ამითი ტოვებს მიზეზს, რომ ვიფიქროთ, ალბათ სააკაშვილსაც გულისხმობს, როდესაც ასე აგულიანებენ, იმიტომაც არ აღიარებს დანაშაულს. სხვა შემთხვევაში, მერე უნდა გადავიდეს და ილაპარაკოს იმაზე, ვინ დაუორგანიზა საქართველოში შემოპარვა, ვიცით, რომ უკრაინის სპეცსამსახურების ორგანიზებით იყო, უნდა მოყვეს შემოპარვამდე რამდენიმე დღის ადრე ბრიუსელში რომ იყო, ევროპარლამენტარებს ხვდებოდა, რაზე ესაუბრებოდნენ, რა დავალებები მისცეს და რა შეუთანხმა და რა არა, ასე რომ, ეს ყველაფერი მოსაყოლი ექნება, თავის აღიარებასა და მონანიებასთან ერთად. თავის დანაშაულებებზე ბოლომდე თუ ილაპარკებს, საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელი უნდა გახსნას, სადაც ვნახავთ, რომ ჩართულები არიან  უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები და ხელისუფლებები. რაც შეეხება ბელეტრისტიკას მისი მხრიდან, რომ პირადი ცხოვრება დავუნგრიეთ, მე მგონი პირიქით, ავუშენეთ, ციხეში იყო კაცი და შვილი შეეძინა. შეიძლება პენიტენციურ სისტემას მადლობაც კი გადაუხადოს ამისთვის”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა”- საფარი
  • „ნაფტალინმოყრილ კითხვებს ნუ მისვამთ”- ნათია თურნავა ოთარ ფარცხალაძეზე
  • “მას აგულიანებენ”- რას აცხადებს შალვა პაპუაშვილი სააკაშვილთან დაკავშირებით

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge