რამდენიმე დღის წინ, კორონავირუსით დეკანოზი დავით ქვლივიძე გარდაიცვალა. დეკანოზის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ემოციურად გამოეხმაურა ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი.
„ჩემი პირველი მაზიარებელი, ჩემი მესაიდუმლე, ჩემი დამრიგებელი, ჩემი მამა დავითი” – დაწერა სოციალურ ქსელში ადვოკატმა.
მარიამ კუბლაშვილმა პირად მოძღვარზე დეტალურად ისაუბრა.
– დაუჯერებელია, რომ დაიღუპა. ის იყო შეუპოვარი და ძლიერი, ძლიერი რწმენაში და საკუთარ პრინციპებში.
პირველად წმინდა ნინოს ეკლესიაში, ჩიტაძის ქუჩაზე რომ იყო იქ მივედი მასთან, მისი ერთ-ერთი გამორჩეული მრევლის შუამდგომლობით. რთული პერიოდი მქონდა. 22 წლის ვიქნებოდი. მისი შთაგონებით მე შევძელი მარხვის დაცვა, აღსარებაც პირველად მას ვუთხარი და მანვე მაზიარა. საკმაოდ მკაცრი იყო. ახლაც ყურში მაქვს მისი ხმა. მხოლოდ მამა დავითმა იცოდა ჩემი ყველა საიდუმლო. მე მან მთხოვა რაღაც არ გამეკეთებინა და მაინც გავაკეთე, რის გამოც მისი თვალებში შეხედვა მრცხვენოდა.
სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი