საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „FIBA-ს გადაწყვეტილებით, მსოფლიო კალათბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და სპორტული მიღწევების გამო, ლეგენდარულ ქართველ კალათბურთელს, ზურაბ საკანდელიძეს FIBA-ს კალათბურთის დიდების დარბაზში შეიყვანენ!“
ზურაბ საკანდელიძეს მოპოვებული აქვს ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ოქროს მედლები.