თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
