1. ზეთოვანი კულტურები
ანუ პროდუქტები, რომლებიც ზეთის გამოსახდელად გამოიყენება: მზესუმზირა, ნიგოზი, თხილი, ნუში, კედარის კაკალი… ისინი დიდი რაოდენობით ცხიმს შეიცავენ და შესაბამისად მაღალკალორიულია. თუმცა, მეორემხრივ, ეს უჯერი, სასარგებლო ცხიმებია, რომელიც ორგანიზმს გულსისხლძარღვთა დაავადებების წინაააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება. არ ღირს მათზე უარის თქმა, პირიქით, ამ პროდუქტის მირთმევა აუცილებელიცაა, თუმცა ზომიერად ან სხვა ცხიმის შეზღუდვის ხარჯზე.
2. ძეხვეული
ძეხვეული ძირითადად ღორის ხორცისგან მზადდება. შესაბამისად, მასში ბევრი ნაჯერი ცხიმია, რომელიც სულაც არ არის სასარგებლო. არ დაგვავიწყდეს დიდი რაოდენობით მარილიც, რომელიც არანაკლებად მავნეა.
3. ჩიპსები
დიახ, ბევრისთვის საყვარელ ამ სასუსნავს კალორიების მეტი არც არაფერი მოაქვს ორგანიზმისთვის. ამას ემატება გემოს არომატიზატორები, კონსერვანტები და დიდი რაოდენობით მარილი. ჩიპსებთან ერთად, ამ “საპატიო ” ადგილს მარილიანი კრეკერებიც იყოფს.
4. შოკოლადი
ის გვანიჭებს სიამოვნებას, გვაბედნიერებს, გვიმაღლებს განწყობას…. და მოაქვს კალორიები. მნიშვნელობა არ აქვს რძიანი იქნება, შავი თუ თეთრი, 100 გრამში დაახლოებით 530 კკალ-იაა, ანუ დაახლოებით 65 კკალ 1 პატარა, 10 გრამიან კვადრატში. რა თქმა უნდა, დღეში 1-2 კვადრატი ტრაგედია არ არის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მთელი ფილა, საღამოს, ტელევიზორთან.
5. პოპკორნი
პოპკორნი შუცვლელია კინოსეანსების ან მეგობრებთნ ერთად ფილმის ყურების დროს: ხრაშუნობს, მსუბუქია და მაშინაც შეგვიძლია მივირთვათ, როცა არ გვშია. მაგრამ მასში იმდენივე კალორიაა, რამდენიც შოკოლადში. ის ხომ მხოლოდ სიმინდია, – შეიძლება თქვას ვინმემ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მის მოსამზადებლად საკმაო რაოდენობის ცხიმი გამოიყენება, ხშირად არომატიზატორებსაც ამატებენ, ეს ყველაფერი კი სასარგებლო სულაც არ არის.
6. ნამცხვრები და ბისკვიტები
რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს
ყველაზე მეტი ცხიმი ფხვიერ და ფენოვან ცომშია, შესაბამისად ასეთი ცომით დამზადებული პროდუქტი მაღალკალორიულობით გამოირჩევა. ამ სიაში შედის ხრაშუნა ნამცხვრებიც, რომელიც ასევე ფხვიერი ცომით მზადდება, ხშირად ემატება არანაკლებ კალორიული ქიშმიში, შოკოლადი, ნუში, თხილი, ნიგოზი…
7. პაშტეტი
ამ კატეგორიაში ინდუსტრიული პაშტეტი შედის, რომელიც დიდი რაოდენობით ცხიმს შეიცავს. თუმცა, ვისაც ეს პროდუქტი ძალიან უყვარს, მისი მომზადება თავადაც შეუძლია, ეს ძალიან მარტივია, ბევრად გემრიელი და რაც მთავარია ჯანსაღი.
8. შოკოლადის ბატონები
სნიკერსი, მარსი, ბაუნტი… მადისაღმძვრელი სარეკლამო რგოლები მუდამ მათი გასინჯვისკენ მოგვიწოდებენ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ყოველ 100 გრამში 460 კკალორიაა, ამასთან დიდი რაოდენობით ცხიმსაც შეიცავენ. როგორც წესი ესპალმის ცხიმია, ორგანიზმისთვის აბსოლუტურად უსარგებლო.
9. ყველი
ეს პროდუქტი, თავისთავად, ძალიან სასარგებლოა და ორგანიზმისთვის საჭირო კალციუმს, ცილას შეიცავს. თუმცა ზოგიერთი სახეობა, განსაკუთრებით კი ევროპული ტიპის ყველეული, დიდი რაოდენობით ცხიმს შეიცავს, ხშირად 50 %-საც კი. ამასთანავე, ყველი ხშირად შედის სხვა კერძების შემადგენლობაშიც, რაც ჩვენს რაციონში მის რაოდენობას ზრდის.
10. კამფეტები
ალბათ, არცაა საჭირო ბევრა წერა ამ პროდუქტის შესახებ. ისედაც ყველამ ვიცით, რომ ზედმეტი კალორიების მეტი კამფეტებს არაფერი მოაქვს. მათგან არანაირ სარგებელს არ ვიღებთ, ზიანი კი დიდია. კამფეტები, რა თქმა უნდა, აკრძალული არ არის, თუმცა ზომიერებამ ნამდვილად არ უნდა გვიღალატოს.
წყარო – gemrielia.ge