Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

როდის უნდა აღვნიშნავდეთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს? – თეიმურაზ პაპასქირი „მეტრონომთან“

May 9, 2025
როდის უნდა აღვნიშნავდეთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს? – თეიმურაზ პაპასქირი „მეტრონომთან“

ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნის თარიღთან დაკავშირებით, „მეტრონომი“ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ისტორიკოს თეიმურაზ პაპასქირს ესაუბრა.

მისი თქმით, თუ ვსაბრობთ ევროპაში ომის დასრულებასა და ფაშიზმის დამარცხებაზე, ეს არის 8 მაისი, თუმცა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში დამკვიდრებულია 9 მაისი (როგორც სსრკ-ში).

„ყველაფერი დაიწყო 1945 წლის 7 მაისს, როცა რეიმსში ხელი მოეწერა გერმანიის კაპიტულაციას. სხვათაშორის, მას საბჭოთა კავშირიც მხარემაც მოაწერა ხელი, რამაც იოსებ სტალინი ძალიან გააბრაზა და მან მოითხოვა ხელახალი ხელმოწერა.
საქმე იმაშია, რომ რეიმსის ხელშეკრულება ძალაში შედიოდა 24 საათში, ანუ 8 მაისს და ამასთან დაკავშირებით ევროპაშიცა და აშშ-შიც ზეიმი მოეწყო, სტალინს კი არ უნდოდა მოკავშირეებთან ერთად ყოფნა და ამიტომ გადაწყვიტა მეორე ცერემონიის გამართვა. ამაზე პრობლემა არ ჰქონია არც ამერიკას და არც დიდ ბრიტანეთს.

ამდენად, სტალინმა დააგვიანა გამარჯვების გამოცხადება, რადგან მას არ უნდოდა, რეიმსის ხელშეკრულებაზე ყოფილიყო დამოკიდებული, რადგან ეს მოკავშირეების სახელით იქნებოდა გაჟღერებული.

თუმცა აღსანიშნავია, რომ საბჭოთა მხარემ რეიმსის ხელშეკრულების პირობების ამოქმედებამდე (8 მაისის 24:00 სთ-მდე) კაპიტულაციის განმეორებით დოკუმენტზე ხელმოწერა ვერ მოასწრო. როცა მას ხელი მოეწერა, უკვე 9 მაისის ღამის 1 საათი იყო, ამიტომაც დოკუმენტის გაფორმების დრო 1 საათითა და 20 წუთით გადმოწიეს („პრავდას“ 9 მაისის ნომერში 23:40 სთ-ია დაფიქსირებული. ისე სამი ვერსია არსებობს: 23:40-თან ერთად, 23:43 და 23:45 სთ).

სხვათაშორის, სტალინმა სიტყვაც გატეხა ამ შემთხვევაში. მან თქვა, რომ 9 მაისს, დღისით გამოცხადებდა გამარჯვებას, თუმცა ღამის 3 საათზე გამართა გრანდიოზული ზეიმი მოსკოვში.

ამრიგად, თუ ევროპაში ომს დასრულებისა და ნაციზმზე გამარჯვების დღეზე ვსაუბრობთ, ეს არის 8 მაისი.
გასაგებია, რომ საბჭოთა კავშირიდან მოვდივართ, სადაც ის 9 მაისს აღინიშნებოდა. ამას არც ექნებოდა პრინციპული მნიშვნელობა, რომ არა ის აგრესიული პოლიტიკა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი.

აი, უკრაინაში უკვე ამოქმედდა ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც, 8 მაისი არის ნაციზმზე გამარჯვების დღე, ხოლო 9 მაისი – ევროპის დღე.
ამის გაკეთება საქართველოშიც მარტივად შეიძლება“, – განაცხადა თეიმურაზ პაპასქირმა „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

სრული ინტერვიუ იხილეთ ბმულზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ევროპის დღისადმი მიძღვნილი მარში მიმდინარეობს – “მეტრონომის” ფოტოკოლაჟი
  • ავლაბრიდან ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო
  • „ყველაფერი მოხდა ასე…“ – რას ჰყვება თამარ ჩერგოლეიშვილი დღეს, „ექსპო-ჯორჯიაში“ მომხდარი დაპირისპირების შესახებ?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge