ძალადობა 21 წლის ქალზე – დაკავებულ ქმარს და მამამთილს ბრალი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე დაკავებულს ბრალი სისტემატური ცემის და სხვაგვარი ძალადობის ფაქტზე წარედგინათ, რაც სამ წლამდე პატიმრობით ისჯება.
შეგახსენებთ, თამარ ბულია ირწმუნება, რომ მისმა ქმარმა და მეუღლის მამამ, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემეს. ქალი ამბობს, რომ ქმრის ოჯახმა თბილისიდან ზუგდიდში მოტყუებით ჩაიყვანა და შვილის წართმევით ემუქრებოდნენ და სხულზე დაზიანებები დღემდე ეტყობა.
