Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორ ცხოვრობს სტალინის შვილთაშვილი, რომელიც დაბადებიდან ყრუა და მამამ ქუჩაში გააგდო

May 25, 2023
როგორ ცხოვრობს სტალინის შვილთაშვილი, რომელიც დაბადებიდან ყრუა და მამამ ქუჩაში გააგდო

ეს სახელი და გვარი თითქოს არაფრის მთქმელია, თუმცა… სელიმ ბენსაადის დიდი ბაბუა იოსებ ბესარიონის ძე სტალინი გახლდათ. დღეს სტალინის შთამომავლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ.

სელიმისთვის ძველი მანქანა ერთადერთი თავშესაფარია. მაგრამ, ის სრულიად უსახლკარო არ არის. დოკუმენტების მიხედვით, იმ ბინაში, სადაც სტალინის მემკვიდრე ცხოვრობს, ადრე შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ოფიცრები იყვნენ შესახლებულები. ბინა 30 მილიონ რუბლადაა შეფასებული.

mshoblebi

მაგრამ, სელიმი, რომელიც დაბადებიდან ნახევრად ბრმა და ყრუა, საკუთარმა მამამ ქუჩაში გააგდო.

სელიმ ბენსაადი 1971 წელს დაიბადა. დედამისი, გალინა ჯუღაშვილი სტალინის უფროსი ვაჟის შვილია. გალინასა და ალჟირელ სტუდენტ ჰოსინ ბენსაადს შორის სიყვარული ნამდვილად ვნებიანი და ამაღელვებელი იყო. ისეთი, რომელიც ვერანაირმა ძალამ ვერ შეაჩერა.

ჰოსინ ბენსაადი მოსკოვში სასწავლებლად ჩავიდა და მრავალმილიონიან დედაქალაქში მისი ყურადღება ულამაზესმა გალინამ მიიპყრო. ოჯახი მათი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო, მაგრამ გალინა უკვე მუცლით მომავალ ვაჟს ატარებდა. სელიმი განსაკუთრებული დაიბადა. დაბადების დროს სახის ნერვი დაუზიანდა. ექიმები დედას ამშვიდებდნენ, რომ მისი შვილი ცოტა უცნაურად გაიღიმებდა, მაგრამ ისეთი იქნებოდა, როგორიც ყველა სხვა დანარჩენი. მაგრამ, დრო გადიოდა და ბიჭი მის გარშემო არსებულ სამყაროზე საერთოდ არ რეაგირებდა. სამი წლის ასაკში გაირკვა, რომ სელიმი ყრუ იყო.

mshoblebi

გალინას ნება დართეს, რომ ჰოსინთან ხელი მოეწერა, მაგრამ ახალგაზრდებისთვის ეს მარტივი გამოცდა არ ყოფილა. ჰოსინი ალჟირში წავიდა და მხოლოდ ხანდახან სტუმრობდა შვილს მოსკოვში.

ვიდრე ქმარი ორ ქვეყანაში ცხოვრობდა, ბიჭის აღზრდა გალინამ საკუთარ თავზე აიღო. ბავშვობიდან ბიჭი დიდ ბინაში იზრდებოდა, რომელიც დღეს სადაო გაუხდა. მას შემდეგ, რაც გალინა გარდაიცვალა, მამა-შვილს შორის დაპირისპირებაა. ყველა, ვინც სელიმს იცნობს, ერთხმად ამბობს, რომ მამამისი მისი შეზღუდული შესაძლებლობებით სარგებლობს და ბინისა და იმ ძვირფასეულობის მითვისება სურს, რომელიც სტალინის ოჯახს ეკუთვნის. ასევე, ოჯახის არქივებზე წვდომა მხოლოდ ნათესავებს აქვთ და ეს ინტერესიც უნდა ჰქონდეს ჰოსინს.

მამა-შვილს შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ 20 წლის წინ დაიძაბა. ადვოკატები ამბობენ, რომ ის შვილზე ზეწოლას მუდმივად ცდილობს.

ბენსაადმა სტალინის არქივისა და კულტურული მემკვიდრეობის ნაწილის დაუფლება მაინც მოახერხა. ამბავი ცოტახნის წინ კიდევ უფრო დაიძაბა, რადგანაც ლანა პარშინას წიგნი გამოქვეყნდა, რომლის დაწერაშიც სელიმი დაეხმარა და წიგნში სტალინის ოჯახის საიდუმლოებებზეა საუბარი. ერთ-ერთი საკვანძო საკითხი სწორედ ანდერძია, რომლის გაყალბებაშიც სელიმის მამაა დამნაშავე.

მან საკუთარი შვილი ქუჩაში დატოვა და ბინის გასაღებიც გამოცვალა. ფაქტი ერთია, სელიმი და მისი მეუღლე, ნატალია, რომელიც ასევე სმენადაქვეითებულია, იმ ბინაში არიან ჩაწერილები და მათი საკუთრებაა.

mshoblebi

თავად სელიმი კი არსებულ სიტუაციას სულ სხვანაირად ხსნის და დარწმუნებულია, რომ თავის დროზე მამამისი უცხოურმა სპეცსამსახურებმა გაგზავნეს სტალინის ოჯახში, რომ ამბები გაეტანა.

 

წყარო: bbcnews.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი
  • „რაღაც სამი თითი ნიკაპზე მოგხვდა და ქვეყანა შეყარე, რომ მეტკინა, ლოყა ამიწითლდა და [ქალი] 6 წლით ციხეში უნდა ჩავსვაო – ეს არის მორალური კატასტროფა“ – ნაირა გელაშვილი ირაკლი დგებუაძეზე
  • „ჩვენ ვუჯერებთ მხოლოდ ქართველ ხალხს“ – რას ამბობს შალვა პაპუაშვილი?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge