ილია თოფურიას ახლო მეგობარმა, პაბლო მოტოსმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა:
“დღეს დილით ილიასთან ვიყავი. მას თვალ-ბუდის ძვლების და ცხვირის მოტეხილობები აქვს. დილით ჭრილობები დაუმუშავეს და თვალის წესიერად გახელა ჯერ კიდევ უჭირდა.
ვისაუბრეთ იმაზე, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ ამ ზაფხულს – ვხუმრობდით და ვიცინოდით. ამ დროს თქვა ფრაზა, რომელიც ძალიან მომეწონა. დახუჭული თვალებით მიყურებს და მითხრა – “როცა ჩემპიონები ვეცემით, ძლიერად ვეცემით”.
მან მომავალზე დაიწყო ფიქრი. მითხრა, რომ გეიჯისთან რემატჩი ესპანეთში უნდა. მან უკვე გადართო ფოკუსი მომავალზე და ოქტაგონზე დაბრუნების შესაძლებლობებზე ფიქრობს” – თქვა ილია თოფურიას მეგობარმა.
