“ძალადობის ბრალდებით დაკავებული მარნეულის მერის ძმა უკვე სახლშია” – სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ამ წლის აპრილში ძალადობის ბრალდებით დაკავებული მარნეულის მერის ძმა უკვე სახლშია.
გამთენიისას, ნიღბიან ჯგუფთან ერთად, მან მოქალაქეს ჯგუფურად სცემა, რის შემდეგაც ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ეს იყო მერის ძმის ხულიგნობის მესამე შემთხვევა, რომელზეც გამოძიება იყო დაწყებული, დამალულებზე არ ვიცით” – წერს სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში.
6 აპრილს ბაირამოვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქენან ისმაილოვი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
“მარნეულის მერის ძმამ თავისი გარემოცვის წევრებთან ერთად მარნეულში სასტიკად სცემა მოქალაქეს. მერის ოჯახის წევრები უკვე ერთი კვირაზე მეტია ქალაქში ქაოსს ქმნიან” -წ ერდა ბაირამოვა.
