„მე გირჩი არ დამიტოვებია”, – ამის შესახებ ზურა ჯაფარიძემაშშ-ის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების განაცხადა.
„მე გირჩი არ დამიტოვებია. რა პოზიციაც იყო წარდგენილი ოპოზიციის მიერ, მაგ პოზიციაზე „გირჩში“ ერთიანობა არის. რაც დავწერე სტატუსში, ეგ არის რისი თქმაც შემიძლია. ჩემი და ამ ადამიანების გზები გაიყო, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. არ ვაპირებ გარეთ გამოტანას არაფრის.პარლამენტში შესვლა-არ შესვლა საერთოდ თემა არ არის. პარტია არ დამიტოვებია. პარტია არ ვარ მე და არ არიან არც ის ადამიანები. ვინ იქნება „გირჩი“, მაგას გადაწყვეტენ „გირჩის“ ამომრჩევლები.
ვრჩები „გირჩის“ ლიდერად. არ ვაპირებ არაფრის გარეთ გამოტანას, რაც დავწერე ეგ არის მეტი კომენტარის გაკეთებას ამ თემაზე არ ვაპირებ. ჩვენი გზები გაიყო ნიშნავს, რომ მე მაგ ადამიანებთან ერთად არ ვაპირებ „გირჩის“ კეთებას, ამ საქმის კეთებას.მე მქონდა პირობები, რა პირობებშიც ვთავაზობდი, რომ ჩვენ გაგვეგრძელებინა საქმის კეთება, რაზეც მითხრეს, რომ ეს პირობები იყო მიუღებელი და ამის შემდეგ დავათმავრე ამ ადამიანებთან ურთიერთობა“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი და საკუთარი თანაპარტიელების, ვახო მეგრელიშვილის, იაგო ხვიჩიასა და სანდრო თარხან-მოურავის „გზები გაიყო“.