რუსთავი-თბილისის ავტობანზე, კერძოდ, რუსთავი-ფონიჭალის მონაკვეთზე ავარია მსხვერპლით დასრულდა.
„მეტრონომის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი უცხოეთის მოქალაქე იყო, თუმცა აღნიშნული ცნობა ჯერ დაზუსტებული არ არის.
შსს-ში „მეტრონომს“ ასევე განუცხადეს, რომ გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
ავტობანის ამ მონაკვეთზე არსებულ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც ავტომობილები მის გვერდით არსებული ალტერნატიული გზებით გადაადგილდებიან. ავარია სწორედ ამ მონაკვეთზე მოხდა.