„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ბათუმის შემოვლით გზაზე საწვავმზიდს ხანძარი გაუჩნდა.
უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მოქალაქეების თქმით, იყო აფეთქების ძლიერი ხმაც.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტეს, რომ ხანძრისას არავინ დაშავებულა. ცეცხლი ლოკალიზებულია.
