„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
პოსტს თან დართული აქვს ფოტო, სადაც ის და მის თანაპარტიელი, ნიკა მოსიაშვილი სასამართლოს წინ დგაგან.
„როცა ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნას არ გაცდიან…“ , – წერს ჯაფარიძე.
დღეს ჯაფარიძისა და მოსიაშვილის სასამართლო პროცესია ჩანიშნული. ის 7-9 მარტის აქციებს უკავშირდება.
შეგახსენებთ, დღეს, 17 მაისს საზოგადოების ნაწილი ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს.
ნახეთ ფოტო:
შეგახსენებთ, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნა 17 მაისს პატრიარქის ინიციატივით დაწესდა 2014 წელს – ერთი წლის შემდეგ პუშკინის სკვერში განვითარებული მოვლენებიდან. 2013 წლის 17 მაისს, სკვერში შეკრებილ ლგბტქ აქტივისტებსა და თემის წევრებს, სასულიერო პირების თანხლებით, ათასობით ადამიანი დაუპირისპირდა და ფიზიკურად იძალადა.