პოსტპრანდიალური ძილიანობა ან დაღლილობა, შეიძლება გამოწვეული იყოს რამდენიმე განსხვავებული ფაქტორით. ზოგიერთ საკვებს, რომელსაც მიირთმევთ, შეუძლია გარკვეული ჰორმონების გამოყოფა, რამაც შეიძლება დაღლილობის შეგრძნება გამოიწვიოს. კიდევ ერთი ფაქტორი შეიძლება იყოს ძილის ხარისხი და ალკოჰოლი.
ხშირია დაღლილობის შეგრძნება ჭამის შემდეგ, განსაკუთრებით თუ ნახშირწყლებითა და ცილებით სავსე საკვების მიღების შემდეგ.
ჰორმონები ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საჭმლის მონელებაში.
ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ადამიანები ჭამის შემდეგ გრძნობენ დაღლილობას, რადგან მათი სხეული უფრო მეტ სეროტონინს გამოიმუშავებს. სეროტონინი არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც არეგულირებს განწყობასა და ძილის ციკლებს.
აქედან გამომდინარე, როცა ნახშირწყლებითა და პროტეინებით მდიდარ საკვებს მიირთმევთ, შეიძლება გქონდეთ ძილიანობის შეგრძნება, დაღლილობა. და თუ დიდი რაოდენობით იღებთ ასეთ საკვებს, ამან შეიძლება გადატვირთოს თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა.
უმჯობესია მიირთვათ კარგად დაბალანსებული საკვები, რომელიც შეიცავს ბოჭკოსა და ჯანსაღ ცხიმებს.
როგორ შევამციროთ დაღლილობა ჭამის შემდეგ
მიირთვით მცირე პორციებით მთელი დღის განმავლობაში.
ყურადღება მიაქციეთ ძილს. ძილმა შეიძლება გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ გრძნობთ თავს ჭამის შემდეგ. თქვენი ცირკადული რიტმი გავლენას ახდენს ენერგიის დონეზე.
ვარჯიში დაგეხმარებათ სისხლში შაქრის სტაბილიზაციაში და ენერგიის დონის შენარჩუნებაში. ჭამის შემდეგ უმჯობესია 10-15 წუთი ფეხით გაისეირნოთ საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად.
მნიშვნელოვანია, რომ თქვენი კვება იყოს დაბალანსებული. ჩვენ ხშირად ყურადღებას ვამახვილებთ ნახშირწყლებზე და პროტეინებზე, რომლებიც საკვების აუცილებელ ნაწილებს წარმოადგენენ, თუმცა ნუ უგულვებელყოფთ ბოსტნეულს. მიიღეთ ნახშირწყლები ლობიოს ან სხვა ბოსტნეულის სახით, როგორიცაა ტკბილი კარტოფილი, გოგრა, ბარდა. შეავსეთ თქვენი თეფშის ნახევარი არასახამებლიანი ბოსტნეულით.
სინათლის თერაპია. ერთ-ერთი კვლევა ვარაუდობს, რომ სინათლის თერაპიის გამოყენება, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ფოტოთერაპია, დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ჭამის შემდგომი დაღლილობა
როდის არის დაღლილობა სერიოზული?
თუ თქვენ სცადეთ ზემოაღნიშნული სტრატეგიები და კვლავ გრძნობთ დაღლილობას ჭამის შემდეგ, უმჯობესია მიმართოთ ექიმს.
სამედიცინო მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტი დაღლილობა ჭამის შემდეგ, მოიცავს:
ანემია;
ცელიაკია;
შაქრიანი დიაბეტი;
საკვების აუტანლობა ან ალერგია;
ძილის აპნოე
წყარო – mkurnali.ge