გაზაფხულის ბოლო თვე ბევრი ცვლილებითა და სიახლით იქნება სავსე. ასტროლოგების თქმით, მაისის თვის ენერგია იმდენად ემოციური და აქტიური იქნება, რომ ადამიანები მშვიდად, უმოძრაოდ ყოფნას ვეღარ შეძლებენ და მოუწევთ, კომფორტის ზონიდან გამოვიდნენ და რაღაც ახალი და განსხვავებული სცადონ. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვეს ცეცხლის ენერგია განაგებს და იგი 2023 წლის ენერგიას, წყალს უპირისპირდება.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, მაისის თვეში შესაძლოა, ადამიანებმა შფოთვა, ემოციური გადაღლა და სულიერი სიცარიელე იგრძნონ. ამიტომაც, მათი მთავარი რეკომენდაციაა, რომ მაქსიმალურად მოერიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებს და მაშინაც კი, თუ ბევრი თავისუფალი დრო არ გაქვთ, გარკვეული პერიოდი საყვარელი საქმიანობის განხორციელებას აუცილებლად დაუთმოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომატებულ ემოციურობასთან გამკლავება გაგიჭირდებათ და თავს ცუდად, უიმედოდ იგრძნობთ.
თუ თავდაჯერებული და თანამიმდევრული იქნებით, ეს თვე უამრავ წარმატებასა და გამართლებას მოგიტანთ. იყავით აქტიური, დაკავდით სპორტით, იმოგზაურეთ, აღმოაჩინეთ ახალი ადგილები. ასტროლოგების თქმით, მაისის თვე სამსახურებრივი ურთიერთობებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება და შესაძლოა, დიდი ცვლილებებისა და გარდაქმნების წინაშე აღმოჩნდეთ.
ცეცხლის ენერგია, რომელიც მაისის თვეს განაგებს, განსაკუთრებულ წარმატებას ჰპირდება იმ ადამიანებს, რომლებიც ფინანსების, მარკეტინგის, რეკლამის, სილამაზის, გართობისა და ენერგეტიკის სფეროებში არიან დასაქმებულნი.
მაისის ენერგია, ცეცხლი, 2023 წლის ენერგიას, წყალს უპირისპირდება. ასტროლოგების თქმით, ეს სახიფათო პერიოდია, რადგანაც შესაძლოა, საზოგადოებაში დაპირისპირებისა და კონფლიქტების, არეულობის რისკი გაიზარდოს. აღნიშნული ენერგიების გავლენით, ავარიების რისკიც იზრდება, ამიტომაც გადაადგილებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ. ფრთხილად იყავით ტექნიკასთანაც. შესაძლოა, სრულიად მოულოდნელად კონკრეტული ტექნიკა, რომელსაც სახლსა თუ სამსახურში იყენებთ, წყობიდან გამოვიდეს და დამატებითი დისკომფორტი შეგიქმნათ.
რაც მთავარია, მაისი თითოეულ ადამიანს რაღაც განსაკუთრებულსა და მნიშვნელოვანს ჰპირდება. ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რომელსაც ცხოვრებაში გააკეთებთ. დაინახავთ, ვინაა თქვენი მეგობარი და ვინ – მტერი, ვის უნდა ენდოთ და ვის – არა. ასევე, შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები შეგხვდეთ პირად ცხოვრებაში, გაიცნოთ საინტერესო ადამიანი ან საბოლოოდ უარი თქვათ ურთიერთობაზე, რომელიც ტკივილს განიჭებთ.
- გახსოვდეთ, მიმდინარე თვეში ახალი ცოდნისა და უნარების ათვისება ბევრად მარტივია. ამიტომ, ამ მიმართულებითაც დაფიქრდით.
- ცეცხლის ენერგია შთაგონებას, ახლის შექმნის სურვილს გვაძლევს. ამიტომაც, ეს მოტივაცია და შემართება აუცილებლად გამოიყენეთ.
- მაისი შესანიშნავი თვეა საკუთარი თავის პოპულარიზაციის, რეკლამირებისა და უკეთესად წარმოჩენისთვის.
- თუ დიდი ხანია, რომელიმე ტრენინგსა და პროექტში ჩართვა გსურდათ, შანსი არ გამოტოვოთ.
წყარო: ბომონდი