უკვე 14 წელია ქართული საზოგადოება გვავალებს, გვთხოვს და მოელის, სამართლებრივად შეფასდეს „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი – 14 წლის მოლოდინი და დავალება დღეს შესრულდება ისტორიულ პროცესზე, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ვალდებულებაც და ამავდროულად, გამოწვევაც, რომ სამართლებრივად შეაფასოს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის 22 წელი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომელიც ერთ-ერთია იმ დეპუტატთაგან, ვინც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ პოზიციებს წარადგენს.
როგორც გორდულაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი ყველა სამართლებრივ მტკიცებულებას წარადგენს და საზოგადოებას მიეცემა შესაძლებლობა, „კიდევ ერთხელ გაიხსენოს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი მავნებლობები და ანტიდემოკრატიული ქმედებები“.
„ნაციონალური მოძრაობას“, მის ე.წ. განშტოებებს, 2004-2012 წლებში პირდაპირ დამხობილი ჰქონდათ საქართველოს სახელმწიფოებრივი წყობილება, დემოკრატიული საფუძველი და 2012 წლის შემდეგ, უკვე დღევანდელ დღემდე, ისინი კლავ ცდილობენ, რომ დემოკრატიას გამოუთხარონ საფუძველი, ფეხქვეშ გათელონ ადამიანის უფლებები, გარე მითითებების დამორჩილებით ხელი შეუწყონ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას.
შესაბამისად, 14 წლის მოლოდინი და დავალება ჩვენ მიმართ დღეს შესრულდება ისტორიულ პროცესზე – პროცესზე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ვალდებულებაც და ამავდროულად, გამოწვევაც, რომ სამართლებრივად შეაფასოს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის 22 წელი და ის მოვლენები, რომელთა მიზანიც არის გარე მმართველობის ჩვენს ქვეყანაში დამყარება.
საბოლოო ჯამში, ჩვენ სამართლებრივად ყველა მტკიცებულებას წარვადგენთ კიდევ ერთხელ და საზოგადოებას შეიძლება პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას, თვალყური ადევნოს და კიდევ ერთხელ გაიხსენოს ის მავნებლობები და ის ანტიდემოკრატიული ქმედებები, რაც აქვს “ნაცმოძრაობას”, მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ ოთხ პარტიას, რომლებიც ან უშუალოდ არიან პროცესის მონაწილეები, ან მხარს უჭერენ ამ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს და საბოლოო ჯამში, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ერთადერთ სამართლებრივ და ლოგიკურ გადაწყვეტილებას, რომ შეფასდება სამართლებრივად მათი მავნებლობები და აიკრძალებიან ის კონსტიტუციური პარტიები, რომელთა მიზანი საქართველოს მომავლის უზრუნველყოფა ნამდვილად არ არის. ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენი მოლოდინიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს შედეგი იქნება დემოკრატიისთვის გზის გახსნა და ის ოკუპაცია, რომელიც არის კოლექტიური “ნაცმოძრაობის” სახით ოპოზიციურ ველზე, დასრულდება და შეეძლებათ ადამიანებს, რომელთა მიზანიც არის ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ პოლიტიკური აქტივობა, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთონ,” – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
