Thursday, July 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ცნობილია, ახლახანს ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა

May 13, 2023
20 წლის ბიჭი, რომელიც ავარიის დროს დაშავდა, გარდაიცვალა

ახლახანს ავარიის შედეგად დაშავებული 20 წლის გიორგი კაპანაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„მეცხრე კლასი რომ დაამთავრე, და როგორც წარჩინებულ მოსწავლეს, ლეპტოპი გაჩუქეს, თავდახრილი უსმენდი შენს მამიკოს, შენს წარმატებაზე რომ გველაპარაკებოდა.

ჩვენი სამსახურის კალენდრისთვის ნახატი მოგვიტანე – ჯარისკაცი გმირის მემორიალთან. მამაშენის შვილი დასახატად სხვა თემას ვერც აირჩევდი. მაშინ 15 წლის იყავი. თვალს და ხელს შუა გაიზარდე, თვალს ვეღარ გაწვდენდით. სტუდენტი გახდი, ოზურგეთიდან თბილისში გადმოხვედი. გული სულ მშობლიური კუთხისკენ მიგიწევდა. ახლაც მშობლებთან მიიჩქაროდი.

რას იფიქრებდი, შენთვის, ქუჩაში მდგარს, ვიღაც გათხლეშილი თუ შემოგასკდებოდა. ორი კვირა იბრძოლე, გიო. ჯოჯოხეთური ორი კვირა გამოგვატარე. ექიმებიდან მოსულებს თვალებში შემოგვციცინებდნენ ნანა და თემური. რა გვეთქვა, როგორ გვეთქვა, როგორ შეგვერბილებინა მათი ნათქვამი, თანაც თავსაც რომ მოვრეოდით… დიდი წნეხი გამოვიარეთ, შვილო, და ვკვდები, ახლა, აგერ და შორიდან დაგტირი.

ჩემო უჭკვიანესო ბიჭო, როგორ გვეიმედებოდი შენი მამიკოს მეგობრებს და თანამებრძოლებს. ბოლოს ჯაბას დაკრძალვაზე ვიყავით ერთად. მიუსამძიმრე არჩილ ხოფერია აჩიკოს, მამაშენის თანამებრძოლს. რამდენიმე თვე და შენც წახვედი. ნეტავ, პატარა ბრალი მაინც მიგიძღვოდეს შენს სიკვდილში.

ალბათ, აზრზე მოსვლაც ვერ მოასწარი, საიდან შემოვარდა შენი ცოდვის დამდები. სიმთვრალის გამო გაგწირა. სიმაძღრის გამო გაგიმეტა. შენ თვითონ კი მთელი დღის მშიერი ყოფილხარ თურმე. ლუკმის ჭამაც ვერ მოასწარი.
გვიყვარხარ, გიო. ძალიან გვიყვარხარ, ჩვენო მოუსვენარო ბიჭო.

ჩქარია, ჩქარიო, ხშირად მომისმენია შენებისგან. ამ ქვეყნიდან გასვლაც გეჩქარებოდა, ალბათ. 20 წელი, სიცოცხლის მხოლოდ 20 წელი და უთვალავი – მარადისობაში.

პირადად მე, სიკვდილის არ მჯერა, მაგრამ, მონატრებაც ხომ არსებობს, შვილო. როგორ გაუძლოს დედაშენმა აწი გასავლელ უშენო, ბნელ დღეებსა და წლებს…უფლის კალთას ებარებოდე, ჩვენო ვაჟკაცო “,- წერს ზაირა მიქატაძე

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საქართველოში ყოველი მომდევნო დღე წინაზე უარესია” – ჯგუფი LOUDspeakers ფესბუქ პოსტს აქვეყნებს
  • „ქვეყანა აქციეს ჯოჯოხეთად…” – სტეფანე მღებრიშვილი
  • ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge