გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს ვატო ყიფიანი – ამის შესახებ “პირველებს” ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ განუცხადა.
საქმე ეხება იუსტიციის სამინისტროს მიერ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე დაწყებულ ღონისძიებას.
გამოძიებას თუ დასჭირდება და საჭიროდ ჩათვლიან, რომ მისგანაც მიიღონ ინფოორმაცია რა თქმა უნდა, მზად ვართ, ამ ნაწილში ვითანმაშრომლოთ გამოძიებასთან”- უთხრა მარიკა ფხალაძემ ჟურნალისტს.
ამასთან, გლდანის ციხეში მოთავსებული პატიმრის უფლებადამცველი უარყოფს ინფორმაციას, რომ დავით ფეიქრიშვილი მისსავე საკანში ყიფიანმა სცემა.
გამორიცხავს საერთოდ მასთან რაიმე სახის კომუნიკაციას, არც ერთად ყოფნის, არც შემთხვევით შეხვედრის, არც გამარჯობის თქმას და არც არაფერის.
მე პირადად მას არ შევხვედრილვარ, მქონდა მცირე ხნიანი სატელეფონო კომუნიკაცია და ეს შეკითხვები [რატომ ასახელებს მას დავით ფეიქრიშვილი] მასაც აქვს და სწორედ აქედან გამომდინარე ვიმედოვნებთ, რომ გამოძიების მომენტში დადგინდება რაელურად რა მოხდა, როგორ მოხდა”- დასძინა მან.
ოჯახის მტკიცებით, დავით ფეიქრიშვილი ციხეში ვატო ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა სცემეს.
