Wednesday, July 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ერთი ქოთნით დავიწყე… მეუბნებოდნენ, რად გინდაო..” – ფერადი ბაღი კუმისიდან

May 12, 2023
“ერთი ქოთნით დავიწყე… მეუბნებოდნენ, რად გინდაო..” – ფერადი ბაღი კუმისიდან

მანანა ედიშერაშვილი კუმისელია. მცენარეების სიყვარული, ეზოს მოვლის კულტურა ოჯახიდან მოსდევს, ამბობს, დედასაც ჰქონდა საოცარი მცენარეებიო. კუმისი თბილისთან ახლომდებარე უძველესი სოფელია. წლებთან ერთად განვითარდა და გაფართოვდა. კუმისელები მისდევენ მესაქონლეობას, ბოსტანი და ვენახი სოფელში ყველას აქვს. მანანა ედიშერაშვილი ეკონომისტია, სწავლა რომ დავამთავრე, მალე დავოჯახდი და მუშაობა ვერ მოვასწარიო, – ამბობს ქალი, რომელმა საოცრად ლამაზი კარ-მიდამო აქვს.

– 20 წელიწადია ყვავილებს ვაშენებ, ვამრავლებ და ვუვლი. ერთი ქოთნით დავიწყე. დედაჩემის ეზოში გასაგიჟებელი სურნელოვანი მაისის ვარდები გვქონდა. ოჯახიდან მომდევს მცენარეების სიყვარული. ასე რომ, ნელ-ნელა, წლების განმავლობაში ვაგროვებდი. სამი შვილი მყავს და სანამ პატარები იყვნენ, ყურადღება უნდოდათ. ვერ ვასწრებდი ერთბაშად ბევრი მცენარის მოშენებას, რათა პატარა ბაღი, ყვავილნარი შემექმნა.

– დღეს კი საოცარი ყვავილნარი გაქვთ…

– კი, საკუთარი ხელით გავაფართოე. მეუბნებოდნენ, რად გინდა, რატომ წვალობო, მაგრამ ბოლოში რომ გავედი და შედეგი მაქვს, უკვე მოსწონთ, უხარიათ, უყურებენ და ამბობენ, რა სილამაზეაო.

შემოდგომაზე ქოთნების აქეთ-იქით გადაყირავებით ვიოლების “ბაღი” გავაკეთე და ძალიან მოეწონათ. დეკორატიული გაფორმება, კომპოზიციების შექმნა მეხერხება. ორიგინალური იდეები და აზრები მომდის ხოლმე. რასაც მოვიფიქრებ, დილით სწრაფად უნდა გავაკეთო. საქმის გადადება არ მიყვარს.

– ყვავილების მოვლას დილიდანვე იწყებთ?

– ადრე ვდგები და სანამ ყვავილებს არ შემოვუვლი, მანამდე შინ არაფერს ვაკეთებ. მთელი ეზო უნდა შემოვიარო, ლოკოკინების შემოსევაა ხოლმე, რომლებიც ფოთლებს ჭამენ. ამიტომ მცენარეებს ლოკოკინებისგან ვასუფთავებ. ყველა ქოთანს ყურადღებით ვათვალიერებ, მცენარეს რამე არ უჭირდეს. სარეველა თუა წამოზრდილი, ვაცლი. მიუხედავად იმისა, რომ ქოთნებში სულ გაცრილ მიწას ვყრი, სარეველები მაინც “აქტიურობენ”.

მეკითხებიან, რა სასუქს იყენებო. მორწყვისა და მიწის გაფხვიერების გარდა, მცენარეებს არაფერს ვუკეთებ.

– არც დამწვარ ნაკელს აშველებთ?

– თავიდან კი, როცა ქოთანში ვრგავ – 2 წილი მიწა, 1 წილი დამწვარი ნაკელი და 1 წილი სილა. ეს არის სულ. გარკვეულ პერიოდში ვკრეჭ და ვსხლავ. გაზაფხულზე პელარგონიები გავსხალი და 58-მდე ტოტი, კაქტუსები და კიდევ ბევრი რამ მეყვავილეთა ჯგუფის წევრებს დავურიგე. არაფერს ვყიდი, უბრალოდ, მსიამოვნებს, ეზოში ასეთი ყვავილები რომ მაქვს. პელარგონიებმა გაკრეჭის შემდეგ ყვავილობა დაიწყეს. ეს პროცედურა მოუხდათ, ბევრი კოკორი წამოუვიდათ. გაზაფხულის წვიმაც უხდებათ. განაგრძეთ კითხვა

წყარო – kvirispalitra.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა
  • დონალდ ტრამპი ილონ მასკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge