საქართველოში მომდევნო დღეებში ამინდი შეიცვლება.
სინოპტიკური პროგნოზის მიხედვით, 31 ოქტომბრიდან ამინდი შედარებით გაუმჯობესდება – გამოანათებს მზე და ტემპერატურაც მოიმატებს.
1 ნოემბერს ცალკეულ რეგიონებში კვლავ მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ხოლო 2–3 ნოემბერს შედარებით მშვიდი და მზიანი პერიოდებია ნავარაუდევი.
