“წნელისში ოკუპანტებმა ბტრ გამოაგორეს” – ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს:
“ოკუპირებულ წნელისში, წაღვლი-ჩორჩანის ტყის მიმდებარედ, ოკუპანტებმა ბტრ გამოაგორეს, რაც 2019 წლის, ე.წ. წნელისის კრიზისის მემდეგ არ დაგვიფიქსირებია.
აღნიშნული ბტრ რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინეთ.
პ.ს. დღეს რომ წითელ მოედანზე ბედკრული ტ-34 გამოაგორეს ორკებმა, ოკუპირებულ წნელისში ეულად დგომას, წაეყვანათ ეს ბტრ, ცოტა უფრო სოლიდურად გამოჩნდებოდნენ.”