დუეტ „ლალიმბერტი“-ს ქართველი შემსრულებელი, იტალიაში მცხოვრები ლალი ბურდული, ემიგრანტ ქალბატონებში მოტივაციისა და სტიმულის ამაღლების მიზნით საკუთარ ისტორიაზე საუბრობს. ლალი ბურდული ემიგრაციაში მყოფ თანამემამულეებს მიღებულ გამოცდილებას უზიარებს.
„არ არის თავის საქებად ეს პოსტი დადებული… 2 წლის წინანდელი ამბავია… ეს ჩემი შეძახილია ემიგრანტ ქალბატონებს: არ დავნებდეთ და ვისწავლოთ!
რა ასაკისაც არ უნდა ვიყოთ…
გუშინ გამახარა ერთი ემიგრანტი ქალბატონის გულის წადილმა – არ ნებდებოდა, სწავლობს, შრომობს, ვითარდება… უკვე ბებიაა… და მაინც…

ბავშვობიდან სწავლის მნიშვნელობას მიხსნიდნენ, მიმეორებდნენ და მასწავლიდნენ ოჯახში – ჰო, და გამოუვიდათ: მუდმივად ვსწავლობ…
33 წელი არსად მიმუშავია – ინვალიდ შვილს მივუძღვენი ჩემი ყველა რესურსი…
არც არსად მომიწევს მუშაობა…. საკუთარი ოჯახის გარდა… მაგრამ მაინც ვსწავლობ….
ეს კურსი კარანტინის დროს 2020 წელს ჩემს ორივე ვაჟთან ერთად ბრწყინვალე ლექტორის და უზადო ხელმძღვანელის (ადამიანობაზე რომ არაფერი ვთქვათ) დახმარებით გავიარეთ…
დღეს ჩვენ სამივე “ერთ ენაზე” ვსაუბრობთ – საერთო საქმიან ენაზე, და ჩემი ბიჭებისთვის მათი დიასახლისი დედა სერიოზულ სათანამშრომლო რესურსს წარმოადგენს…
….
პაპას ძალიან გაუხარდა, როდესაც გოგო შვილიშვილი დავებადე… არა და ბურდული იყო… ბიჭი უნდა გახარებოდა, მაგრამ სულ იმეორებდა: კიდევ კარგი, გოგო ხარო.
ქალის ფასი რა არის?
ერთმა მთიულმა ქალბატონმა დღეს დაწერა, რომ დედების ბრალიაო ცუდად გაზრდილი ვაჟიო…
წყარო: ექსკლუზივი
