Wednesday, October 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესი არის ისტორიული და პრეცედენტული, რომლის მნიშვნელობაც სცდება პოლიტიკური პარტიების აკრძალვას” – დავით ჩიხელიძე

October 21, 2026
“პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესი არის ისტორიული და პრეცედენტული, რომლის მნიშვნელობაც სცდება პოლიტიკური პარტიების აკრძალვას” – დავით ჩიხელიძე

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის საკითხი განიხილება და თითოეული მათგანის საქმიანობა, მიზნები და კონსტიტუციურ პრინციპებთან შესაბამისობა სამართლებრივად უნდა შეფასდეს, – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, დაუშვებელია, პოლიტიკური ძალა დემოკრატიის დამცველად წარმოაჩენდეს თავს, ხოლო მისი მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევისა და კონსტიტუციური პრინციპების უგულებელყოფის შესაძლო ფაქტები სათანადო შეფასების გარეშე დარჩეს. ექსპერტი მიიჩნევს, რომ მიმდინარე პროცესმა მკაფიოდ უნდა გამიჯნოს პოლიტიკური ბრძოლა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებისგან და უზრუნველყოს წარსულის ობიექტური შეფასება.

„პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესი არის ისტორიული და პრეცედენტული, რომლის მნიშვნელობაც სცდება პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, ეს არის შესაძლებლობა, ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, შავს შავი ეწოდოს და თეთრს თეთრი.

ქვეყანამ უნდა შეძლოს საკუთარ წარსულთან ობიექტურად შეხედვა და არა გაყალბებულ რეალობაში ცხოვრება, სადაც კონკრეტული პოლიტიკური ძალა თავს დემოკრატიის შუქურად წარმოაჩენს, ხოლო მისი მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულები, ადამიანის უფლებების დარღვევები და კონსტიტუციური პრინციპების უგულებელყოფა დავიწყებას უნდა მიეცეს. წლების განმავლობაში ვისმენდით მოწოდებებს დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებსა და ევროპულ ღირებულებებზე, თუმცა ამავე დროს არსებობს არაერთი ფაქტი და მძიმე ბრალდება, რომელთა სამართლებრივი შეფასებაც საზოგადოებისთვის დღემდე მნიშვნელოვანი საკითხია. არც ერთი პოლიტიკური ძალა არ უნდა იდგეს კანონზე მაღლა და არც პოლიტიკური კუთვნილება უნდა იქცეს წარსული ქმედებებისგან თავის დაღწევის საშუალებად.

თუ სახელმწიფოს სურს, რომ მისი დემოკრატიული საფუძვლები მყარი იყოს, მან საკუთარი ისტორიის ყველაზე რთულ და წინააღმდეგობრივ პერიოდებს ცივი გონებით უნდა შეხედოს. კონსტიტუციის უხეში დარღვევა, ადამიანის უფლებების ხელყოფა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, თუ ეს სასამართლოს მიერ დადასტურდება, არ უნდა დარჩეს დაუსჯელი მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქმედებების უკან პოლიტიკური ძალა დგას. კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, პოლიტიკური გავლენისა თუ საერთაშორისო მხარდაჭერისა. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ეხება.

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის საკითხი განიხილება და თითოეული მათგანის საქმიანობა, მიზნები და კონსტიტუციურ პრინციპებთან შესაბამისობა სამართლებრივად უნდა შეფასდეს. აქ მთავარი კონკრეტული პარტიის სახელი ან პოლიტიკური სიმპათიები არ არის, მთავარი არის ის, თუ რამდენად შეესაბამება მისი საქმიანობა ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებასა და დემოკრატიულ პრინციპებს.

დემოკრატია არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, მისი წარსულისა და მოქმედებების მიუხედავად, პოლიტიკურ ასპარეზზე ყოფნის უფლება ჰქონდეს. დემოკრატიის დაცვა იმ მექანიზმების გამოყენებასაც მოითხოვს, რომლებიც კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს აღკვეთს. ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს, სად გადის ზღვარი პოლიტიკურ ბრძოლასა და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს შორის. ქვეყანამ უნდა შეძლოს ისტორიის ობიექტურად შეფასება, პასუხისმგებელი პირების გამოვლენა და სამართლებრივი დასკვნების გამოტანა.“ – წერს ჩიხელიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საკონსტიტუციო სასამართლოს წინ რამდენიმე ადამიანი დადის, რაც ჩვენი სასარჩელო მოთხოვნის სისწორის კიდევ ერთი უტყუარი დასტურია”- რას ამბობს დავით მათიკაშვილი
  • “ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა…” – ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს
  • “ჩხუბის დროს პედაგოგი დაშავდა, ადგილზე გა­მო­ი­ძა­ხეს პო­ლი­ცია და სას­წრა­ფო” – რა მოხდა 172-ე სკოლაში?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge