Wednesday, October 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“საკონსტიტუციო სასამართლოს წინ რამდენიმე ადამიანი დადის, რაც ჩვენი სასარჩელო მოთხოვნის სისწორის კიდევ ერთი უტყუარი დასტურია”- რას ამბობს დავით მათიკაშვილი

October 21, 2026
“საკონსტიტუციო სასამართლოს წინ რამდენიმე ადამიანი დადის, რაც ჩვენი სასარჩელო მოთხოვნის სისწორის კიდევ ერთი უტყუარი დასტურია”- რას ამბობს დავით მათიკაშვილი

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს წინ რამდენიმე ადამიანი დადის, რაც ჩვენი სასარჩელო მოთხოვნის სისწორის კიდევ ერთი უტყუარი დასტურია – ყოველგვარი მხარდამჭერის გარეშე, ანტიკონსტიტუციურად და ქვეყნის დანგრევისთვის მოქმედი პოლიტიკური პარტიების ადგილი ნამდვილად არ არის საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტში, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, “რადიკალური ოპოზიცია” სოლიდურ აქციას აანონსებდა, თუმცა „კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ“.

“მერამდენედ უნდა ჩაუვარდეთ კოვზი ნაცარში რადიკალებს?! მერამდენედ აანონსებენ სოლიდურ აქციებს?! ფიქრობენ, მოაგორონ მხარდამჭერები, მაგრამ როგორ შეძლებენ იმ მხარდამჭერების მოგროვებას, რომელიც არ ჰყავთ?!” – განაცხადა მათიკაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ სასამართლო პროცესს, “ქართული ოცნების” დეპუტატმა აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარეებს მტკიცებულებების ნაწილში თავის დაცვა ძალიან გაუჭირდებათ.

„ამ პარტიების ნაწილი წარმოდგენილია სასამართლო დარბაზში. უკვე ჩანს ის არაადეკვატური და მტკიცებულებებიდან დაცლილი პოზიცია, რაც ცალკეულ მოპასუხე მხარეებს გააჩნიათ, თუნდაც იმ შუამდგომლობის დაყენებაში, რომელიც საზოგადოებამ იხილა. ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი საზოგადოების დაკვეთა, ის დაპირებები, რომელსაც მხარი მილიონ 200 ათასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ დაუჭირა, აღსრულდეს და საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა და მოსამართლეებმა მიიღონ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ამ არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვით დასრულდება – იმ პარტიებისა, რომლებიც წლების განმავლობაში არ აღიარებენ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას და პრაქტიკულად დემოკრატიას საქართველოში. ბუნებრივია, მოსამართლეებზეა გადაწყვეტილების მიღების საკითხი, თუმცა ვფიქრობ, ძალიან გაუჭირდებათ მოპასუხეებს მტკიცებულებით ნაწილში რაიმე ფორმით დაიცვან სოლიდურად თავი, რადგანაც მოსარჩელის მიერ მტკიცებულებითი მოცემულობა პრაქტიკულად არის იმდენად გაჯერებული, რომ ამ საკითხის სხვაგვარი გადაწყვეტა ვერ წარმოგვიდგენია,” – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დააკავეს 66 წლის კაცი, რომელმაც 19 წლის ქალი მიტოვებულ ადგილზე გააუპატიურა – პროკურატურა
  • “საკონსტიტუციო სასამართლოს წინ რამდენიმე ადამიანი დადის, რაც ჩვენი სასარჩელო მოთხოვნის სისწორის კიდევ ერთი უტყუარი დასტურია”- რას ამბობს დავით მათიკაშვილი
  • “ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა…” – ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge