მსაყვედურობენ იმის გამო, ხბოები მათ რატომ არ მივეცი – ამის შესახებ აქტივისტი მიშა კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ადამიანები მწერენ და მსაყვედურობენ იმის გამო, ხბოები მათ რატომ არ მივეცი.
შევედი რამოდენიმეს გვერდზე და ზოგს დუბაიში გადაღებული ფოტოები უდევს და ზოგს თურქეთის კურორტებზე .
მათ უჭირთ და მე მილხინს მათი გადმოსახედიდან, ოღონდ ის არავის აიტერესებს, თუ როგორ ყიდულობ, რა სახსრებით ან უბრალოდ გიჟი გონიხარ და მორჩა.
მაგრამ ხბო უნდათ და რა ქნან ?!
ორ თვეში ყელს გამოღადრავენ და გეტყვიან მერე: ბავშვებს შიოდათ და რა გვექნაო ( პირველი შემთხევა არ არის მსგავსი)
იმაზე აღარაფერს დავწერ, ვითომ რომ უვლიან მიუსაფრებს..
ფულს შეაგროვებენ, მიიყვანენ სიკვდილის პირას და მერე გირეკავენ და შენ უნდა გადაარჩინო, ოღონდ თუ მე ერთი დღით რომელიმე ძაღლის ან კნუტის შეფარება ვითხოვე,
ტოომ!! ტომიიი!
პასუხი არ არის.
ამიტომაც ვართ იქ, სადაც ვართ და დიდხანს ვიქნებით ასე”
