ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა გოგო დაიღუპა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. გარდაცვლილი ვეიკო დალაქიშვილია.
გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
როგორც ცნობილია, გოგონას მამა ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ზურაბ დალაქიშვილია.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი კლუბის ვეტერანი ფეხბურთელის ზურაბ დალაქიშვილის ქალიშვილის – ბარბარე (ვეიკო ) დალაქიშვილის გარდაცვალების გამო. ჩვენი კლუბის სახელით სამძიმარს ვუცხადებთ ზურაბს, მის ოჯახსა და ახლობლებს”
