Wednesday, October 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“დღევანდელი სარჩელით კრძალავენ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებსა და მებრძოლ პატრიოტებს, განათლებულებს, მშრომელებს, წესიერებს, სამშობლოს მოყვარულებს და მედასავლეთეებს”- რას ამბობს ნიკა გვარამია

October 21, 2026
“სინამდვილეში კრძალავენ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებს და მებრძოლ პატრიოტებს, განათლებულებს, მშრომელებს და მედასავლეთეებს – რჩებიან თავად, კორუმპირებულები და სამშობლოს მგმობელნი!”- რას ამბობს ნიკა გვარამია

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს, კოალიცის „ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სარჩელთან დაკავშირებით პოზიციას წარადგენს.

როგორც გვარამიამ განაცხადა, დღევანდელი სარჩელით არ კრძალავენ მხოლოდ ხუთ პარტიას, ეს არის მხოლოდ იმის ფორმალური ჩარჩო, რაც რეალობაში ხდება.

„სინამდვილეში, კრძალავენ სხვას და ეს იკვეთება დასკვნიდან. კრძალავენ მოქმედ პოლიტიკოსებს, ანუ ადამიანებს ინდივიდუალურად. ეს არ არის მხოლოდ პარტიების აკრძალვა. ამ დასკვნას და მოთხოვნას აქვს თავისი კონტექსტუალური გაგრძელება ამ ტიპის კანონებში. მიმაჩნია, რომ დასკვნა გათხოვილი უნდა იყოს მათ შორის იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორების ხერხემალი. კრძალავენ მოქმედ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებსა და მებრძოლ პატრიოტებს, კრძალავენ მთელ თაობას პოლიტიკაში – განათლებულებს, მშრომელებს, წესიერებს, სამშობლოს მოყვარულებს და მედასავლეთეებს. კრძალავენ ამათ, რჩებიან თავად – კორუმპირებულები, სამშობლოს მგმობნი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ, რის შემდეგაც მას მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ.

ნადარაიას თქმით, „პირველ რიგში, სარჩელი ეხება კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს და მეორეც – ეს არის ჯერ სარჩელი, აქ არაფერ შუაშია სამოქალაქო საზოგადოება და ასე შემდეგ“.

„თქვენი შეფასებები გააკეთეთ სხვაგან. დაასაბუთეთ სამართლებრივ დასაბუთებაზე მითითებით. თქვენ ვერ იქნებით განსხვავებული და განსაკუთრებული სხვებისგან, თქვენც იგივე მოგეთხოვებათ, რაც სხვებს. თითქოს ვერ გაიგეთ, აქ რაზე იყო ადრე საუბარი. სამართლებრივად დაასაბუთეთ“, – მიმართა მოსამართლემ.

საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. სარჩელის განხილვა დღეს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დღევანდელი სარჩელით კრძალავენ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებსა და მებრძოლ პატრიოტებს, განათლებულებს, მშრომელებს, წესიერებს, სამშობლოს მოყვარულებს და მედასავლეთეებს”- რას ამბობს ნიკა გვარამია
  • “კაპიტანო, შენი სახელი სამუდამოდ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში!” – კახა კალაძე გიორგი ნემსაძის შესახებ
  • დოლარის კურსი – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge