Thursday, July 3, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

May 1, 2023
ზოდიაქოს ამ ნიშნებს მარტის თვეში ყველაზე მეტად გაუმართლებთ

1 მაისი

ასტროლოგები გირჩევენ, ამ დღეს რაიმე მნიშვნელოვანი საქმე ან პროექტი არ წამოიწყოთ და არსებული ინიციატივების გამყარებას შეეცადოთ. შესაძლოა, ენერგიის ნაკლებობა იგრძნოთ და მოტივაციაც დაკარგოთ, მაგრამ შემდეგ დღეებში თავს ისევ აქტიურად იგრძნობთ. დღეს კი ჯობს, მშვიდად იყოთ, თქვენი საყვარელი საქმით დაკავდეთ, მუსიკას მოუსმინოთ, სუფთა ჰაერზე გახვიდეთ და შემდეგი წარმატებებისათვის ინსპირაციის პოვნას შეეცადოთ.

2 მაისი

ამ დღეს საოცარ ინტუიციას იგრძნობთ და შესაძლოა, მოვლენების, ფაქტების შესახებ ისეთი ზუსტი პროგნოზი გააკეთოთ, რომ თავადაც გაგიკვირდეთ. ენდეთ საკუთარ გონებასა და ინტუიციას და ნუ მოექცევით სხვების გავლენის ქვეშ. ასე სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. თუკი რაიმე იდეა და ინიციატივა მოგივათ, მოინიშნეთ და აუცილებლად დაიწყეთ განხორციელება.

3 მაისი

ნუ მოსთხოვთ საკუთარ თავს სწრაფ შედეგებს. შესაძლოა, ამ დღეს ერთგვარი უიმედობის განცდა გქონდეთ და იფიქროთ, რომ რაც წამოიწყეთ, არაფერმა გაამართლა. მაგრამ, გახსოვდეთ, ცხოვრებაში ყველაფერს თავისი დრო აქვს. არასოდეს დანებდეთ, გააგრძელეთ იმ საქმის კეთება, რომლისაც მთელი გულით გჯერათ და წარმატება აუცილებლად მოვა.

4 მაისი

ამ დღეს შესაძლოა, მომატებული შფოთვა იგრძნოთ და გაგიჩნდეთ განცდა, თითქოს თქვენთან ერთგვარი ქაოსია. ნუ შეგეშინდებათ, შეეცადეთ, კონფლიქტური სიტუაცია არ შექმნათ და დრო მშვიდად გაატაროთ. გარკვეული პერიოდის შემდეგ მიხვდებით, რომ ყველაფერი, რაც ახლა გაშფოთებთ, არც ისე სერიოზული და სანერვიულო იყო, როგორც გეგონათ. დაისახეთ მიზნები და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყევით საკუთარ სურვილებს. შედეგიც არ დააყოვნებს.

5 მაისი

ეს განახლების დღეა. აღმოაჩენთ, რომ თქვენს გონებაში ნელ-ნელა არეული ფიქრები ლაგდება და ზუსტად დაინახავთ, რისი გაკეთება გსურთ, რომ ბედნიერი და წარმატებული იყოთ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი აღმოჩენებიც გააკეთოთ, საბოლოოდ დაემშვიდობოთ იმ ადამიანებს, რომლებთანაც ტოქსიკური, არასასიამოვნო ურთიერთობები გაქვთ, დაიწყოთ ახალი საქმის შესწავლა ან იმის განხორციელება, რაც სულ გინდოდათ და ვერ ახერხებდით.

6 მაისი

ამ დღეს სამყაროსგან დამსახურებულ ჯილდოს, აღიარებასა და დაფასებას მიიღებთ. ნახავთ, რომ ყველაფერი, რისთვისაც მთელი ძალით შრომობთ, შედეგიანი და პერსპექტიულია. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის და სასიამოვნო თავგადასავალს გაჩუქებთ, ასევე მნიშვნელოვანი მოგება ნახოთ, აღმოაჩინოთ, რომ გარკვეულ წამოწყებებში გაგიმართლათ და ასე შემდეგ. ეს დღე უამრავ შესაძლებლობას გაძლევთ და აუცილებლად გამოიყენეთ.

7 მაისი

ეს დღე ორმაგ სტანდარტს გვთავაზობს. ერთდროულად შესაძლოა, ტკივილიც ვიგრძნოთ და ბედნიერებაც. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი სირთულისგან მნიშვნელოვანი რაღაცების სწავლა და საკუთარი თავის გაძლიერება შეგვიძლია. ემოციური არასტაბილურობა მალე გაივლის და ბედნიერი დღეების დაფასებასაც უკეთ შევძლებთ.
წყარო – “ბომონდი”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ამინდი მკვეთრად გაუარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება
  • ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება – ამ წუთებში პირველი ნაკადის რეგისტრაცია მიმდინარეობს
  • შუქი გაითიშება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge