ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას „ინფო იმერეთი“ ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად 4 ავტომობილი დაზიანდა, მათ შორის როგორც მოძრავი, ასევე გაჩერებული მანქანები.
დაშავებულია ორი ადამიანი.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.
