“თბილისის სასულიერო აკადემია” სამწუხარო ინფორმაციას ავრცლებს:
“თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის თანაშემწეს საღვთისმეტყველო მეცნიერებათა საკითხებში, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორს, პროფესორ ედიშერ ჭელიძეს გარდაეცვალა დედა – ქალბატონი ნათელა.
◾️ სასწავლებლის კოლექტივი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბატონი ედიშერის დედის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს.
◾️პანაშვიდი: 30 აპრილს სიონის საკათედრო ტაძარში.
◾️ გადასვენება: 30 აპრილს, 19:00 საათზე, სიონის საკათედრო ტაძრიდან.
დაკრძალვა: 2 მაისს (სამშაბათს), 15:00 საათზე, ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში”
