Wednesday, October 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სახელმწიფო პოლიტიკა რუსეთთან მკაფიოდ განსაზღვრულია – რეალურად ჩვენ რუსული პოლიტიკის დანამატი ვართ”- რას ამბობს აკაკი ბობოხიძე

October 21, 2026
“სახელმწიფო პოლიტიკა რუსეთთან მკაფიოდ განსაზღვრულია – რეალურად ჩვენ რუსული პოლიტიკის დანამატი ვართ”- რას ამბობს აკაკი ბობოხიძე

სახელმწიფო პოლიტიკა რუსეთთან მკაფიოდ განსაზღვრულია. რეალურად ჩვენ ვართ რუსული პოლიტიკის დანამატი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დანიშვნას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ფაქტია, რომ რუსეთთან ლაპარაკი შეუძლებელია, რადგან მას აქვს მხოლოდ ერთი ინტერესი, რომ საკუთარი ინტერესები პირწმინდად გაატაროს.

“წარმომადგენელი ყოველთვის გვყავდა და აქამდეც მუშაობდნენ. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში პერსონებს მნიშვნელობა არ აქვთ, იქნებოდა ზურაბიშვილი, აბაშიძე თუ რომელიმე სხვა. სახელმწიფო პოლიტიკა რუსეთთან მკაფიოდ განსაზღვრულია. რეალურად ჩვენ ვართ დანამატი პოლიტიკის რუსული, არანაირი დამოუკიდებელი პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება არ გვაქვს. ასევე მიმაჩნია, რომ ქვეყნისთვის დამღუპველია, როდესაც ვამბობთ, რომ ჟენევის ფორმატის მიღმა კიდევ რაღაც სხვა ფორმატიც იარსებებს, რომელიც უბრალოდ დახურული და გაუგებარია აბსოლუტურად ყველასათვის, ყოველ შემთხვევაში არათუ მოსახლეობის ფართო ფენებისათვის, არამედ პოლიტიკური წრეებისთვისაც. ფაქტია, რომ რუსებთან არა თუ ცალკე, არამედ ვინმესთან ერთად ლაპარაკიც კი შეუძლებელია, იმიტომ რომ რუსეთი მხოლოდ ორიენტირებულია თავისი ინტერესების პირწმინდად გატარებაზე, სხვა რომელიმე ქვეყნის, მითუმეტეს ისეთი პატარა ქვეყნის, როგორიც საქართველოა, ინტერესების გათვალისწინების გარეშე. მითუმეტეს, მაშინ, როდესაც ქვეყანას ჰყავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ორიენტირებულია საკუთარი პირადი ძალაუფლების შენარჩუნებაზე და არა ქვეყნის ინტერესებზე.

“ქართული ოცნება” ვაჭრობს დასავლეთთან და ჩვენ მომხრეებთან. მათ მხარდამჭერებსაც ეტყობათ, რომ რუსების მხარეს არიან. შეშფოთებით უყურებენ უკრაინის წარმატებას და ერთი სული აქვთ როდის დამარცხდება ის. მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, საკუთარი თავის ხელისუფლებაში შენარჩუნებას ხედავენ მხოლოდ პუტინის პოლიტიკის წარმატების შემთხვევაში. მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი პოლიტიკა გაამართლონ. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ქვეყნისთვის რა არის სასარგებლო და საზიანო, მთავარია მათი პოლიტიკა იყოს გამართლებული და ხელისუფლებაში ყოფნა კიდევ გაუხანგრძლივდეთ”, – განაცხადა ბობოხიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სახელმწიფო პოლიტიკა რუსეთთან მკაფიოდ განსაზღვრულია – რეალურად ჩვენ რუსული პოლიტიკის დანამატი ვართ”- რას ამბობს აკაკი ბობოხიძე
  • “ცინიკური გზავნილია, რომ რუსეთის დავალებით უქმდება პარტიები და ამავე დღეს, სინქრონში ინიშნება ადამიანი, რომელმაც რუსეთთან ურთიერთობების დათბობა უნდა განახორციელოს – ეს არის რუსიფიკაციის პოლიტიკის გაგრძელება”- რას ამბობს გრიგოლ გეგელია
  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge