1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4967 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4967 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4991 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0024 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7441 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7605 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0164 ლარი შეადგინა. გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.