“მკურნალობისთვის გააყიდინეს ყველაფერი და ავთვისებიანი სიმსივნე კეთილთვისებიანი კისტა აღმოჩნდა”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საფრანგეთში მცხოვრები მწერალი, AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი, წერს:
“ეს გახლავთ ექიმის შეტყობინება რომელიც რამდენიმე წუთის წინ მივიღე. რა თქმა უნდა პაციენტის ვინაობა კონფედენციალურია.
მინდა გითხრათ, რომ ეს გოგონა რამდენიმე თვის წინ ჩამოვიყვანეთ საფრანგეთში უმძიმესი დიაგნოზით. ქართველი ექიმების თქმით მისი სიცოცხლის რესურსი რამდენიმე კვირას არ აღემატებოდა. მკურნალობისთვის ოჯახს გააყიდინეს თითქმის ყველაფერი რაც კი ებადათ.
მათ მიერ აღმოჩენილი ავთვისებიანი სიმსივნე ფრანგი ექიმების კვლევებით ჩვეულებრივი კეთილთვისებიანი კისტა აღმოჩნდა.
ასე, რომ ქართველი ონკოლოგების მიერ წირვა გამოტანილი პაციენტი ამჟამად მხნედ და ბედნიერად გამოიყურება და ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს 
