Thursday, July 3, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ლოლა წერეთლის ოჯახური ტრაგედია – მომღერალმა სამ წელიწადში ოჯახის 3 წევრი დაკარგა

April 26, 2023
ლოლა წერეთლის ოჯახური ტრაგედია – მომღერალმა სამ წელიწადში ოჯახის 3 წევრი დაკარგა

მომღერალი ლოლა წერეთელი “თბილისელებთან” ალაპარაკდა:

„თბილისში, ვორონცოვზე დავიბადე და გავიზარდე მუსიკალურ ოჯახში. მამაც მუსიკოსი მყავდა და დედაც. სამი წლიდან მეც ვმღეროდი. მერე, მამას საქმეებიდან გამომდინარე, რუსეთში გადავედით საცხოვრებლად, თუმცა, მალე დავბრუნდით და თბილისში განვაგრძეთ ცხოვრება. სახლში სტუმრები თუ მოდიოდნენ, მამა უკრავდა და დედა მღეროდა. ოჯახში ოთხი ბავშვი ვიყავით. დიდი და მხიარული ოჯახი გვქონდა.

სკოლა რომ დავამთავრე, სამი წელი ვიმუშავე და მერე მუსიკალურში ჩავაბარე, მაშინ ასე იყო საჭირო. სამუშაო გამოცდილების გარეშე ვერ ჩააბარებდი. ვფიქრობ, რომ მომღერალი თვითონ ქმნის თავის პოპულარობას. თბილი და ყურადღებიანი უნდა იყო მსმენელის მიმართ. ახალ სიმღერას რომ ვაკეთებ, სულ იმაზე ვფიქრობ, რომ მათ მოეწონოთ, თან ტრენდული უნდა იყოს. ადამიანები უნდა გაახარო შენი სიმღერით.

“ერთი რამით დავიღალე. ახლა, ახალი სიმღერა ვიმღერე და გადაცემაში ვთქვი, რომ არავის და არაფერს არ ეძღვნება, რომ კომერციული სიმღერაა სიყვარულზე. იმისთვის, რომ მსმენელს გულში ჩარჩეს და მოუსმინონ. წავლენ, მოვლენ და კომენტარებში მაინც ერთსა და იმავეს წერენ – რა გინდა, რატომ ტირიო. ყველაფერს მაინც პირად ცხოვრებას უკავშირებენ და რატომ? არ მაქვს უფლება, ბედნიერი ვიყო და ვიმღერო? პირდაპირ ვამბობ, რომ ეს სიმღერა არავის ეხება, მხოლოდ და მხოლოდ კომერციული გათვლაა, მაგრამ მაინც ჩემს წარსულსა და ასაკს მიადგებიან.

ეს ძალიან მწყინს და ვბრაზდები. არ უნდა ვიმღერო სიმღერა, რომელიც მომწონს და მინდა ვიმღერო? ხან გვარს ეხებიან, ამ ადამიანებისთვის რა მნიშვნელობა აქვს, რა გვარზე ვარ. საყვარლის გვარს ხომ არ ვატარებ? რა უნდათ, არ ვიცი, დავიღალე. ადამიანი პირს რომ აღებს, არ ფიქრობს, რომ შეიძლება სხვას აწყენინოს. ძალიან სამწუხაროა, სანამ რამეს იტყვი ან დაწერ, სხვაზეც ხომ უნდა დაფიქრდე?!”

ოჯახის სამი გარდაცვლილი წევრი სამ წელიწადში

“წინა დღეს ყველა შვილი ერთად ვიყავით მშობლებთან სახლში. მამა ძალიან კარგ ხასიათზე იყო. საღამოს წამოვედით. მეორე დღეს, ორშაბათს, სამსახურში ვიყავი და ძმის ცოლი მირეკავს, მეუბნება, მამა საჭირო ოთახში შევიდა, ვაკაკუნებთ და კარს არ გვიღებსო. ვერ გავიგე, რა მოხდა ასე უცებ. გავიქეცი, მაგრამ ცოცხალს ვერ მივუსწარი. ინსულტი მოსვლია და ყველაფერი წამებში მოხდა. არადა, კარგად იყო, დილით დედას ეხმარებოდა.

დედა, მამა და მამიდა ერთად ცხოვრობდნენ. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, ჯერ მამიდა გარდაიცვალა, მერე კი – დედა. სამი წლის განმავლობაში ყველა წავიდა. ის სამი წელი საშინელი იყო. მას შემდეგ დაკრძალვაზე ვეღარ დავდივარ. ის საშინელებები მიდგება თვალწინ და ამიტომ მირჩევნია, არ წავიდე და ადამიანი ისეთი მახსოვდეს, როგორსაც ვიცნობდი. როცა მშობლებს კარგავ, მერე უცებ იზრდები, ხვდები, რომ ბავშვობა დამთავრდა.

და-ძმანი ერთად ვართ, მაგრამ როცა დედა და მამა ამ ქვეყნიდან მიდიან, ობლდები და ხვდები, რომ ოჯახური ერთიანობა ირღვევა. იმიტომ კი არა, რომ ერთმანეთი არ გვიყვარს, უბრალოდ, ყველას თავისი ოჯახი, საქმე აქვს და მშობლები აღარ გვაერთიანებენ.”

წყარო:თბილისელები

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ამინდი მკვეთრად გაუარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება
  • ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება – ამ წუთებში პირველი ნაკადის რეგისტრაცია მიმდინარეობს
  • შუქი გაითიშება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge