American Idol-ის ქართველმა მონაწილემ, ნუცა ბუზალაძემ Facebook-ზე „ლაივ“ ჩართვაში კორკურსის ბოლო ტურში ჟიურის გადაწყვეტილებაზე, ზოგადად, ამერიკასა და ზემოაღნიშნულ პროექტზე ისაუბრა.
„ლაივ შოუზე ჟიურიმ 2 ადამიანი გადაარჩინა. ერთ-ერთი ვიყავი მე… რაღაც სასწაული მოხდა გუშინ, რადგან ყველანი, ვინც იმ სცენაზე ვიდექით, ყველანი ძალიან ნიჭიერები და ნომერ პირველები არიან იმ განხრით, რასაც თავად მიჰყვებიან. წელს ყველაზე ძლიერი სეზონია და მართლა არ მეგონა, თუ ჟიური ამომარჩევდა.
ამერიკა ძალიან დიდი ქვეყანაა და ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს ამ შოუს. ყველაზე მეტად მინდა მივმართო ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა და მხარდაჭერა. კონკურსანტების მიერ დაგროვებული ხმების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და ვერავინ გაიგებს.
პროექტში ისეთ სიმღერებს ვიმღერებ, რაც აქამდე არ მქონია შესრულებული. აბსოლუტურად ყველა სიმღერა, რომელიც აქამდე მიმღერია, ყველა ჩემი არჩეულია. აქ არავინ არაფერს არ გაძალებს, პირიქით, უნდათ იყო ის, ვინც ხარ. ყველა ადამიანისთვის არის მსმენელი. ჩემთვის ის უკვე გამარჯვებაა, რაც ჟიურიმ მითხრა პროექტის განმავლობაში, ისიც გამარჯვებაა, რომ პირველი უცხოელი ვარ 25 წლის მანძილზე, რაც ეს პროექტი გადის ტელევიზიით, ვინც აქამდე გავიდა… ეს ჩემთვის უკვე გამარჯვება და ძალიან დიდი მოტივაციაა. რისი მიღწევაც მინდოდა ამ პროექტით, ის უკვე გამოვიდა“, – განაცხადა ბუზალაძემ.
შეგახსენებთ, ბუზალაძე American Idol-ის 12 მონაწილეს შორის მოხვდა. წინა ეტაპზე პროექტის დატოვებას ის ჟიურიმ გადაარჩინა.
წყარო: marao.ge